მთავარი სიახლეები გერმანიაში გამართულ სათამაშოების გამოფენაში 5 ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას

გერმანიაში გამართულ სათამაშოების გამოფენაში 5 ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას




სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, 2019 წლის 30 იანვარიდან - 3 თებერვალის ჩათვლით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ნიურნბერგში გამართულ სათამაშოების გამოფენაში - “Spielwarenmesse 2019” ხუთი ქართული კომპანია: შპს „კოდალა“, შპს „ჯეოთოიზ“ , შპს „ზღარბი“, შპს „მწვერვალი“ და შპს „გეოსტილი“ მიიღებს მონაწილეობას.

მნიშვნელოვანია, რომ სათამაშოების წარმოების კუთხით აღნიშნული ღონისძიება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია, რომელშიც 2850-ზე მეტი სათამაშოების მწარმოებელი კომპანია მონაწილეობს 60 ქვეყნიდან. ვიზიტორების რაოდენობა კი ყოველწლიურად დაახლოებით 73 000-ს შეადგენს.

სათამაშოების გამოფენაზე - “Spielwarenmesse 2019”  მონაწილეობის მიზანია ქართულ კომპანიების ხელშეწყობა, რათა დაამყარონ ბიზნეს კავშირები უცხოელ პოტენციურ პარტნიორებთან თუ დამკვეთებთან, ასევე უკეთ გაეცნონ გლობალურ ტენდენციებს და თანამდეროვე ტექნოლოგიების როლს აღნიშნულ სექტორში.

შენიშვნა:

2018 წელს, სწორედ აღნიშნულ ღონისძიებაზე ქართული სათამაშოების მწარმოებელმა კომპანიამ დაამყარა მნიშვნელოვანი კავშირები ფრანგულ კომპანიასთან და 280 000 ევროს ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.

ონლაინ ჩატი
×