მთავარი სიახლეები “გადაიღე საქართველოში”: ჰოლივუდი საქართველოთი კვლავ დაინტერესებულია

“გადაიღე საქართველოში”: ჰოლივუდი საქართველოთი კვლავ დაინტერესებულია




პროგრამისგადაიღე საქართველოშიფარგლებში, ქვეყანას ჰოლივუდის კინოინდუსტრიის წარმომადგენლები სტუმრობენ.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელ სკაუტებს აქვთ კონკრეტული ფილმები, რომლებისთვისაც განიხილავენ გადასაღებ ლოკაციებს, კერძოდ დიდი ინტერესია საბჭოთა არქიტექტურისა და საბრძოლო სცენების ამსახველი ლოკაციების მიმართულებით.

სკაუტები გაეცნობიან საქართველოს კრეატიულ ინდუსტრიას და მის პოტენციალს. ამასთანავე, ისინი მოინახულებენ გადასაღებად საინტერესო ადგილებს ქვეყნის მასშტაბით. სკაუტებისთვის შედგენილი ტური 16-22 სექტემბერს ტარდება და სტუმრებს საშუალებას აძლევს მოინახულონ თბილისი, მცხეთა, რუსთავი, ყაზბეგი და რამდენიმე ღირსშესანიშნავი ადგილი ბათუმში

ვიზიტი ხორციელდება სააგენტოსაწარმოე საქართველოშიდა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში

შეგახსენებთ, რომაწარმოე საქართველოში“ 2016 წლიდან ახორციელებს პროგრამასგადაიღე საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის ტერიტორიაზე სცენების გადაღება უკვე განახორციელა არაერთმა კომპანიამ ევროპიდან, აზიიდან და ამერიკიდან.

ონლაინ ჩატი
×