მთავარი სიახლეები ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩო დოკუმენტი (ESMF)

ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩო დოკუმენტი (ESMF)




2022 წლის ნოემბერში სსიპ-ის “აწარმოე საქართველოში”-ს მიერ შემუშავებულ იქნა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩო დოკუმენტი (ESMF). დოკუმენტი განახლდა 2023 წლის მარტში.

სააგენტოს მიერ შემუშავებული ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩო დოკუმენტის მიზანია, ჩამოაყალიბოს სახელმძღვანელო პრინციპები მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობა და აღდგენა“, ფარგლებში  განხორციელებული აქტივობებისთვის.  ESMF-ის სტრუქტურა უზრუნველყოფს პროექტის განხორციელების შესაბამისობას ეროვნულ კანონმდებლობასთან და მსოფლიო ბანკის გარემოსდაცვითი და სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკის  მოთხოვნებთან.

დაინტერესებულ მხარეებს მიმდინარე  წლის 22 მარტიდან -22 აპრილის ჩათვლით, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის ჩარჩო დოკუმენტთან დაკავშირებით კითხვებისა და კომენტარების არსებობის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ მიმართონ სააგენტოს შემდეგ ელ-ფოსტაზე -Info@enterprise.gov.ge  ან/და  სააგენტოს ცხელ ხაზზე 1525.

ონლაინ ჩატი
×