მთავარი სიახლეები ბიზნეს უნივერსალი

ბიზნეს უნივერსალი




სააგენტოს კიდევ ერთი ახალი პროგრამა - ბიზნეს უნივერსალი.

პროგრამის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოების გაფართოვების/გადაიარაღების ხელშეწყობა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საშუალებით.

ზემოხსენებული პროგრამა თავის მხრივ მოიცავს ლიზინგის, სესხის და საერთაშორისო ბრენდის გადასახადის თანადაფინანსებას. მეწარმე სუბიექტისთვის სააგენტო ახორციელებს დამტკიცებული სესხის პროცენტის სუბსიდირებას, დამტკიცებული სესხის ვადით რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%, (ლიზინგის შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3%) და ამავდროულად სესხის ძირის არაუმეტეს 60%-ის გარანტირებას, მაქსიმუმ 10 წლის ვადით.

პროგრამის ფარგლებში სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 10 000 000 ლარს. აღსანიშნავია, რომ სესხის მინიმუმ 50% უნდა იყოს მიმართული ძირითადი და კაპიტალური დანახარჯებისთვის, ხოლო არაუმეტეს 50%-ისა საბრუნავი საშუალებების შესაძენად.

ყველა ბენეფიციარი ვალდებულია უზრუნველყოს სამეურნეო/ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობებში შშმ პირების შეუფერხებელი დაშვება პანდუსების ან/და მსგავსი საშუალებების გამოყენებით.

პროგრამის პირობები

ონლაინ ჩატი
×