მთავარი სიახლეები „ბაზარი ორბელიანზე“ ოფიციალურად გაიხსნა

„ბაზარი ორბელიანზე“ ოფიციალურად გაიხსნა




სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სესხის პროცენტის თანადაფინანსებით, თბილისში, რეგიონის მასშტაბით უნიკალური კონცეფციის - „ბაზარი ორბელიანზე“ ოფიციალურად გაიხსნა. 


გახსნის ცერემონიალს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი  ნათია თურნავა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი ესწრებოდნენ.


პროექტის ფარგლებში დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, 1886 წლიდან მოქმედ კოლმეურნეობის ბაზრის შენობას რესტავრაცია ჩაუტარდა. „ბაზარი ორბელიანზე“ 3 სართულზე,  თანამედროვე ტიპის აგრარულ ბაზარსა და კვების სივრცეს აერთიანებს.  უახლოეს მომავალში ბაზრის ტერიტორიაზე კულინარიული სკოლაც ამოქმედდება.  


აღნიშნული პროექტის ჯამური ინვესტიცია 18  მილიონ ლარს აღემატება, სააგენტოს მხრიდან თანადაფინანსება დაახლოებით 3 მილიონი ლარია.  ინვესტიციის შედეგად 400 ადამიანია დასაქმებული, რომელთა რაოდენობის ზრდა უახლოეს მომავალში იგეგმება.

ონლაინ ჩატი
×