მთავარი სიახლეები #აწარმოეუკრაინისთვის

#აწარმოეუკრაინისთვის




უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, მთავრობის ინიციატივით სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობით იწყებს ფართომასშტაბიან კამპანიას - #აწარმოეუკრაინისთვის.

სააგენტო უზრუნველყოფს კომპანიების მიერ მოწოდებული პროდუქციის გაგზავნასა და საქართველოში მყოფი უკრაინელი მოქალაქეებისთვის გადაცემას.

ინიციატივაში უკვე ჩაერთნენ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები და აღნიშნულში ჩართვის შესაძლებლობა აქვს ყველა ქართულ კომპანიას, რომელიც შეძლებს შემდეგის სახის პროდუქციის მოწოდებას: https://bit.ly/3HGv3tL

უკრაინელი ხალხის მხარდამჭერ კამპანიაში ჩართვისთვის, გთხოვთ შეავსოთ მოცემული - https://bit.ly/3hnb8oL. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ნომერზე - 1525.

ონლაინ ჩატი
×