მთავარი სიახლეები „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კანის 76-ე საერთაშორისო კანის კინოფესტივალის მარკეტბაზარზე ორი ქართული ფილმის ჩვენება გაიმართა

„აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კანის 76-ე საერთაშორისო კანის კინოფესტივალის მარკეტბაზარზე ორი ქართული ფილმის ჩვენება გაიმართა




ფესტივალის მაყურებელმა ნანა ჯანელიძის ფილმი „იარე, ლიზა“ და ირინე ჟორდანიას „ჰაერი ლურჯი აბრეშუმია" იხილა.

კანის კინოფესტივალზე ორივე ფილმის მარკეტ ჩვენება სააგენტოს პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ ამოქმედებული ახალი კომპონენტის ფარგლებში მოხდა, რომლის მიზანიც ქართული ფილმების პოპულარიზაცია, კომერციალიზაცია და საერთაშორისო ფესტივალებზე ჩვენებაა.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ამ ეტაპზე 30 განხორციელებული პროექტია, განხორციელებული ინვესტიცია, ჯამურად, 200 მილიონ ლარს შეადგენს, ანაზღაურებული თანხა კი 18 მილიონ ლარზე მეტია.
კანის 76-ე საერთაშორისო ფესტივალი 27 მაისს დასრულდება.

ონლაინ ჩატი
×