მთავარი სიახლეები „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით საწარმო „როლფ ჯორჯია“ გაიხსნა

„აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით საწარმო „როლფ ჯორჯია“ გაიხსნა




სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კიდევ ერთი ლითონის სამშენებლო კონსტრუქციებისა და ნაწილების მწარმოებელი საწარმო - „როლფ ჯორჯია“ გაიხსნა.

გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

საწარმოში, რომელიც თბილისში მდებარეობს, მეტალის უჯრედული შეკიდული ჭერების წარმოება ხდება. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული კომპონენტის მეშვეობით, კომპანიამ 170 000 ლარის ოდენობის სესხი აიღო, ხოლო პროექტის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 450 000 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე საწარმოში 16 ადამიანია დასაქმებული, თუმცა კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, მომავალში სამუშაო ადგილების გაზრდას გეგმავენ.

ონლაინ ჩატი
×