მთავარი სიახლეები MRO Europe 2022

MRO Europe 2022




სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო გამოფენაში - “MRO Europe 2022”, რომელიც ბრიტანეთში, ქალაქ ლონდონში გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა, საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა და წამყვანი საკონსულტაციო კომპანია Frost & Sullivan ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო, რომელიც აჩვენებს საქართველოში თვითმფრინავების მომსახურების ცენტრის განვითარების პოტენციალს. მნიშვნელოვანია, რომ კვლევა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით მომზადდა.
“MRO Europe” ევროპაში ყველაზე მსხვილი ღონისძიებაა რომელიც ავიაციის მომახურების, ნაწილების წარმოების, ავიახაზების წარმომადგენელბისა და ექსპერტებს უყრის თავს. აღსანიშნავია, რომ კონფერენციას ყოველწლიურად ესწრებიან მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიის მენეჯერული და გადაწვეტილების მიმღები  პოზიციების მქონე პირები. მიმდინარე წლის ღონისძიებას 7000-მდე მაღალი რანგის დელეგატი დაესწრო.

ონლაინ ჩატი
×