მთავარი სიახლეები International Food & Drink Expo 2023

International Food & Drink Expo 2023




სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ექსპორტის მიმართულების ორგანიზებითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, ქართლმა კომპანიებმა ლონდონში, საკვებისა და სასმელის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე International Food & Drink Expo (IFE 2023) მიიღეს მონაწილეობა.

სააგენტოს დაფინანსებით, საკვები და სასმელი პროდუქციის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა გამოფენაში  მეორედ  მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ყოველწლიურად 25 000-მდე ადამიანი სტუმრობს; წელს ვიზიტორები 12 ქართული კომპანიის პროდუქციას გაეცნენ.

საქართველოს დახლზე გამოფენილი იყო მრავალფეროვანი ქართული ნაწარმი: თხილი, ნუში, კაკალი,   სუნელები, მოცვი, ნატურალური წვენი, ხიზილალა, მზა შეფუთული კერძები, ხილის ლიქიორები.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით,  გამოფენაზე წარდგენილი საქართველოს სტენდი და ქართული კომპანიების საქმიანობა მილიონობით მაყურებელს გააცნეს მსოფლიოს ისეთმა წამყვანმა მედიასაშუალებებმა, როგორებიცაა Telegraph, BBC Radio, Financial Times, Slow Food.

ონლაინ ჩატი
×