მთავარი სიახლეები GSLI 2021-ში საქართველო მოწინავე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილს იკავებს

GSLI 2021-ში საქართველო მოწინავე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილს იკავებს




საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაციის Kearney-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში „Global Services Location Index (GSLI) 2021”, რომელიც ბიზნეს და ტექნოლოგიური სერვისების სექტორში მიმზიდველ საინვესტიციო ლოკაციებს ავლენს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიცირებით და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ჩართულობით, საქართველო პირველად მოხვდა და მოწინავე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა.

ანგარიშის მომზადებისას Kearney-ს მიერ შეფასდა 60 ქვეყანა 47 სხვადასხვა განზომილებაში, შემდეგი კატეგორიებიდან: ფინანსურ მიმზიდველობა ბიზნესის ოპერირების ხარჯებთან მიმართებაში, კვალიფიციური სამუშაო ძალის  ხელმისაწვდომობა, ბიზნეს-გარემო და ციფრული რეზონანსი.

საქართველოს წარმატებული დებიუტი აღნიშნულ ანგარიშში დადებითად არის შეფასებული Kearney-ს მიერ: „ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარე საქართველოს აქვს მოწინავე პოზიციები ფინანსური მიმზიდველობის, სამუშაო ძალის უნარების და ბიზნეს-გარემოს კუთხით“.

Global Services Location Index რეიტინგში საქართველოს პოზიციონირება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებას ცოდნაზე დაფუძნებული ინდუსტრიების მიმართულებით. ბიზნეს სერვისების სექტორი რჩება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორად, რადგან მას აქვს დიდი პოტენციალი ქვეყანაში ახალი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის და თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანის კუთხით. მსგავსი ტიპის აქტივობებით სააგენტოს საინვესტიციო გუნდი აქტიურად აგრძელებს მუშაობას საქართველოს ცნობადობის ასამაღლებლად გლობალურ ასპარეზზე.

ანგარიში ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.kearney.com/digital-transformation/gsli

ონლაინ ჩატი
×