მთავარი სიახლეები „Gepherrini” - ქართული კომპანიის წარმატება ჩინეთის ბაზარზე

„Gepherrini” - ქართული კომპანიის წარმატება ჩინეთის ბაზარზე




ტყავის აქსესუარების კომპანია "გეფერინი", მალე საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას ჩინეთის ბაზარზე დაიწყებს.

საქართველოში წარმოებული პროდუქცია გაიყიდება ონლაინ პლატფორმაზე Tmall, რომელიც ჩინეთში გაყიდვების თვალსაზრისით ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს.

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებითა და მხარდაჭერით, კომპანიამ China International Import Expo-ს გამოფენაში მონაწილეობა ორჯერ − 2018 და 2019 წლებში მიიღო. სწორედ 2019 წელს გამართულ გამოფენაზე, "გეფერინიმ" შეძლო ჩინური მხარის დაინტერესება და ერთ-ერთ უმსხვილეს პლატფორმასთან საპარტნიორო ხელშეკრულებაც გააფორმა.

2020 წელს, ქართული ტყავის პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე რეალიზებისთვის ყველაფერი მზად იყო, თუმცა პანდემიამ გეგმები შეცვალა, რის გამოც "გეფერინის" ნაწარმი გაყიდვაში პირველად 2022 წლის 15 ივლისს ჩაეშვება.

აღსანიშნავია, რომ მარკეტინგისა და საიმიჯო ვიდეორგოლების დასამზადებლად უკვე $60 000 ინვესტიცია განხორციელდა. გარდა ამისა, გაფორმდა ხუთწლიანი ფრენჩაიზინგის ხელშეკრულება ჩინურ პლატფორმასთან Tmall.com, რომელიც ბრენდის პოპულარიზაციას მთელი აზიის მასშტაბით შეუწყობს ხელს.

ონლაინ ჩატი
×