მთავარი სიახლეები FDI გრანტის პირველი ბენეფიციარი ამერიკული IT კომპანია გახდა

FDI გრანტის პირველი ბენეფიციარი ამერიკული IT კომპანია გახდა




10 ნოემბერს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ამერიკულ კომპანია „Lineate”-ს შორის FDI გრანტის ხელშეკრულება გაფორმდა.

„Lineate“ პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომელიც 4 ქვეყანაში, მათ შორის 2022 წლიდან საქართველოშიც ოპერირებს. ამ ეტაპზე, ამერიკულ კომპანია 85-მდე ადამიანს ასაქმებს, ხოლო FDI გრანტის ფარგლებში,  დამატებით 50 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის და ქვეყანაში 700,000 აშშ დოლარიც ინვესტიციას განახორციელებს.

„Lineate“ პირველი კომპანიაა რომელიც უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმით, FDI გრანტით ისარგებლებს და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების შემდეგ, კომპანია ინვესტირებული თანხის 15%-ს გრანტის სახით დაიბრუნებს.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა მაღალტექნოლოგიური წარმოების (ელექტრო ნაწილები, ავტო ნაწილები, ავია ნაწილები), ბიზნეს პროცესებისა და IT აუთსორსინგის, ლოგისტიკურ და თვითმფრინავების მომსახურების სექტორში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებს შეუძლია. საინვესტიციო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, ბენეფიციარი კომპანია საინვესტიციო თანხის 15%-მდე უკან დაუბრუნებს. 

პროგრამის მიზანია პოტენციური და არსებული ინვესტორების წახალისება საქართველოში, კერძოდ ახალი/დამატებითი ინვესტიციები განახორციელონ მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე სექტორებში, რაც თავისმხრივ უზრუნველყოფს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკის გაძლიერებას.

ონლაინ ჩატი
×