მთავარი სიახლეები Deloitte Shared Service Conference 2022

Deloitte Shared Service Conference 2022




სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობა მიიღო  საერთაშორისო კონფერენციაში - “Deloitte Shared Service Conference 2022”, რომელიც 20-22 სექტემბერს პორტუგალიის ქალაქ ლისაბონში გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა, საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა და კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ბიზნეს სერვისების სექტორის მიღწევები გააცნო.

“Deloitte Shared Service Conference”-ი  ბიზნეს სერვისების მიმართულებით ერთერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც უკვე 25 წელია დიდი წარმატებით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ კონფერენციას ყოველწლიურად ესწრებიან მსოფლიოს უმსხვილესი ბიზნეს სერვისების კომპანიების მენეჯერული და გადაწვეტილების მიმღები  პოზიციების მქონე პირები. მიმდინარე წლის ღონისძიებას კი 1000-მდე მაღალი რანგის დელეგატი დაესწრო მსოფლიოს 30 ქვეყნიდან.

ონლაინ ჩატი
×