მთავარი სიახლეები სააგენტოს „აწარმოე საქართველში“ მხარდაჭერით კომპანია „გეფერინი“ პროდუქციას ექსპორტზე ჰონგ-კონგში გაიტანს

სააგენტოს „აწარმოე საქართველში“ მხარდაჭერით კომპანია „გეფერინი“ პროდუქციას ექსპორტზე ჰონგ-კონგში გაიტანს


ბიზნესი


ტყავის ჩანთების მწარმოებელი კომპანია „გეფერინი“ საკუთარ პროდუქციას ჩინეთში, ჰონგ-კონგში ექსპორტზე გაიტანს და 2018 წლის ივნისის თვეში საკუთარ მაღაზიასაც გახსნის.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კოპანიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ჰონგ-კონგში გამართულ ტყავის პროდუქტების გამოფენაზე “APLF”, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი კონტაქტები დაამაყრეს საერთაშორისო მყიდველებთან ე.წ „buyer”-ებთან. სწორედ ამ ღონისძიების შედეგად, შპს გეფერინსა და კომპანია „InterBlock Hong Kong Limited“ შორის საწარმატებული კონტრაქტი გამოფრმდა , რომლის ფარგლებშიც ქართული კომპანია ჰონგ-კონგის ტერიტორიაზე ერთი წლის განმავლობაში ექსკლუზიური წარმომადგენელი იქნება.

„ჰონგ-კონგში, APLF გამოფენაზე მონაწილეობის მიღებამ, გეფერინს მოუტანა ძალიან დიდი წარმატება. სულ მალე ჰონგ-კონგში გაიხსნება ჩვენი ბრენდის მაღაზია, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება ადგილზე დაათვალიეროს და შეიძინოს საქართველოში წარმოებული პროდუქცია.“ -ილია გეფერიძე, კომპანიის დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ამასთანავე, სათანადო პლატფორმას ქმნის ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენისა და კონტაქტების დამყარების კუთხით.ზემოთხსენებული შეხვედრა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაციას, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდას და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს აქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA). ასევე 2018 წლიდან ძალაშია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ჩინეთთან, რაც დამატებით 1.4 მილიარდიან ბაზარზე საბაჟო გადასახადის გარეშე წვდომის საშუალებას აძლევს საქართველოში მოქმედ კომპანიებს.

ონლაინ ჩატი
×