მთავარი სიახლეები პოლონეთი საქართველოს ბიზნეს ფორუმი

პოლონეთი საქართველოს ბიზნეს ფორუმი


ბიზნესი


პოლონეთი - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ქვემო სილეზიის მარშალის ოფისის (Marshal Office of Lower Silesia) და ქვემო სილეზიის ეკონომიკური თანამშრომლობის სააგენტოს  (Lower Silesian Agency of Economic Cooperation) ორგანიზებით,  5 აპრილს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ გაიმართა საქართველო - პოლონეთის ბიზნეს ფორუმი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კომპანიები ქონების და ტურიზმის, წარმოების და სოფლის მეურნეობის სექტორებიდან. იმ უპირატესობებთან ერთად, რითაც საქართველოს ბიზნეს-გარემო მიმზიდველია  (ბიზნესის კეთების სიმარტივე, მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები და ა.შ), პოლონური კომპანიებისთვის საქართველო განსაკუთრებით საინტერესოა სტრატეგიული ადგილმდებარეობით და სხვადასხვა ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობით.

 ზემოთ ხსენებული ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში სააგენტოს წარმომადგენლებმა პოლონური კომპანიებს წარუდგინეს საქართველოს საინვესტიციო გარემოს და სექტორული პროექტები. სააგენტოს „აწარმოე საქართელოში“ ინვესტიციების მიმართულების წარმომადგენლმა დაინტერესებულ პირებს გააცნო საინვესტიციო გარემოს შესაძლებლობები, დამსწრეთა ინტერესებიდან გამომდინარე ყურადღება გამახვილდა ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის (BPO), წარმოებისა და უძრავი ქონების სექტორებზე. ამასთანავე, დამსწრე საზოგადოებამ მიიღო ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ლიბერალური საგადასახადო რეჟიმის, მსოფლიოს დიდ ბაზრებთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების, სტრუქტურული და ინსტიტუციონალური რეფორმების და სხვადასხვა სექტორში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.

 აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველში“ ინვესტიციების მიმართულების წარმომადგენლები აქტიურად თანაშრომლობენ პოლონურ მხარესთან. გასული წლის დეკემბრის თვეში კი გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი სსიპ „აწარმოე საქართველოში“ და პოლონეთი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის, რაც ასევე ასისახება მზარდ დაინტერესებაში პოლონელი ინვესტორების მხრიდან.

ონლაინ ჩატი
×