მთავარი სიახლეები პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ სტენდი პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ სტენდი პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე


ბიზნესი


2018 წლის 15-დან 22 აპრილის ჩათვლით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“  და ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, საქართველოს სტენდი იქნება წარმოდგენილი. 

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალი ერთ-ერთი უდიდესი ღონისძიებაა, რომელიც მთელი მსოფლიოდან  კინოინდუსტრიის პრესტიჟულ წარმომადგენლებს უყრის თავს. აღნიშნული გამოფენის ფარგლებში, კი საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების მოედნის პოპულარიზაციის მიზნით,  წარმოდგენილია  კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ საინფორმაციო სტენდი, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ე.წ „cashrebate“ მექანიზმის შესახებ. ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში, პროგრამის წარმომადგენლები ინდივიდუალურ შეხვედრებს  გამართავენ ჩინელ კინომწარმოებლებთან რაც  ხელს შეუწყობს საქართველოს კინოგადაღების პოტენციალის პოპულურიზაციას.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე საქართველო ფართოდ იქნება წარმოდგენილი, ვინაიდან პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს Tiantan Award მოსაპოვებლად, მთავარ კონკურსში 2 ქართული ფილმი - ანა ურუშაძის "საშიში დედა" და მარიამ ხაჭვანის "დედე" იღებს მონაწილეობას. ხოლო, სექციაში "პანორამა" ნაჩვენები იქნება ელდარ შენგელაიას ახალი ფილმი "სავარძელი".

შეგახსენებთ, რომ კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით.

 

 

ონლაინ ჩატი
×