მთავარი სიახლეები სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებისთვის პირველი მასტერკლასი ჩატარდა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებისთვის პირველი მასტერკლასი ჩატარდა


ბიზნესი


23 აპრილს, ტექნოპარკში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიციატივით და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, პირველი მასტერკლასი ჩატარდა, რომელსაც ალექს ჩიქოვანი გაუძღვა.

ღონისძიების ფარგლებში, სააგენტოს "Live Branding" დამფუძნებელმა, დეტალურად ისაუბრა ბრენდისა და ბრენდინგის მნიშვნელობის, მისი წარმოშობის და სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ. ამასთანავე, განხილულ იქნა ბრენდის როლი ბიზნესში, როგორც ბიზნესის, ისე მომხმარებლის თვალსაზრისით.

შეგახსენებთ, რომ სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ ახალ პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც პროგრამის ბენეფიციარებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, სრულიად უფასოდ დაესწრონ სპეციალურ მასტერკლასებს, რომლებსაც ქართველი და უცხოელი აღიარებული სპიკერები უხელმძღვანელებენ. მასტერკლასების სერია მოიცავს როგორც გლობალური კომუნიკაციებისა და სტრატეგიული დაგეგმარების, ასევე ფინანსური ანგარიშგებისა და ბიზნეს საფუძვლების საკითხებს. თითო მასტერკლასი 4 საათი გაგრძელდება და ძირითადად ერთი მიმართულების ორ ძირითად ქვეთავს გააერთიანებს, რომლის ფარგლებშიც დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება მოისმონოს მოწვეული ექსპერტების ლექციები და გაიზიარონ მათი გამოცდილება.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროექტი 24 თებერვალს ჩატარებულმა B2B შეხვედრებმა განაპირობა, რომლის ფარგლებშიც სააგენტოს ტექნიკური დახმარების კომპონენტის ეფექტური ათვისების მიზნით, პროგრამის ბენეფიციარებსა და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის B2B შეხვედრები გაიმართა. შეხვედრამ საკმაო წარმატებით ჩაიარა, ვინაიდან 1 თვის თავზე უკვე 20 კონტრაქტია გაფორმებული.  

მასტერკლასების სერიაში მონაწილეობისთვის დიდი ინტერესი გამოთქვეს შემდეგმა კომპანიებმა და ინდივიდუალურმა სპიკერებმა: LIVE Branding, GEPRA, SavvY, GEC Corporation, Innova Business Consulting, Management Academy, Synergy Group, International Sales Institute, ACT, TNS Global, GAMMA, GROWIN, CTC,  PKF და Tatia Turashvili.International Sales Institute, ACT, TNS Global, GAMMA, GROWIN, CTC,  PKF და Tatia Turashvili.

 

ონლაინ ჩატი
×