საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ჩატარდა მასტერკლასი თემაზე: როგორ გავყიდოთ ევროპაში.
აღსანიშნავია, რომ მასტერკლასს გაუძღვა ლატვიიდან მოწვეული გაყიდვების გამორჩეული პროფესიონალი, ექსპორტის ხელშეწყობის ექსპერტი, წამყვანი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის Gateway&Partnes ხელმძღვანელი - მარტინს ტიკნუსის. მარტინს ტიკნუსის საკონსულტაციო კომპანია Gateway&Partners - ის მმართველი პარტნიორია, რომელიც პასუხისმგებელია კომპანიის სტრატეგიულ განვითარებასა და ყოველდღიური საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებაზე. ამასთანავე, საერთაშორისო სპიკერს დიდი გამოცდილება აქვს საერთაშორისო ბიზნესში, განსაკუთრებით მეტალზე მუშაობის, კონსტრუქციისა და სამშენებლო მასალების მიმართულებით. მარტინსი ხშირად მართავს პრეზენტაციებს ექსპორტთან დაკავშირებულ საკითხებზე მთელი ევროპის მასშტაბით, მაგალითისთვის, მარტინსი პრეზენტაციით წარსდგა MIEPO-ს ორგანიზებით გამართულ ფორუმზე მოლდოვაში 2015 წელს.
მასტერკლასის მიზანია, პოტენციურ და შემდგარ ქართულ ექსპორტიორ კომპანიებს მიეწოდოს ის ინფორმაცია და გაეცნონ იმ საექსპორტო სტრატეგიას, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ, საექსპორტო განვითარებაში და გაყიდვების გაფართოებაში.
შეგახსენებთ, რომ ზემოთხსენებული შეხვედრა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაციას, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდას და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას.