26 მაისს, საქართველოს, პოლონეთის, სლოვაკეთის პრეზიდენტებმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფორუმი - „კრინიცას საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი თბილისში“ გახსნეს.
ეკონომიკურ ფორუმს, რომელიც ყოველწლიურად ჩატარდება, უდიდესი მნიშვნელობა ექნება ბიზნესსა და ექსპერტულ წრეებს შორის საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად. აღნიშნული ფორუმის ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა პრეზენტაცია წარადგინა საქართველოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის შესახებ, კერძოდ იმ უპირატესობებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყანას პოტენციური ინვესტორების მოსაზიდად გააჩნია.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ბიზნესის წარმოების სიმარტივის მიხედვით ქვეყნების პირველ ათეულშია შესული. მსოფლიო ბანკის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველო მე-9 ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც მსოფლიოს მასშტაბით ბიზნესისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობებია.
შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში - ინვესტიციის“ მიმართულების მიზანია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ხელშეწყობა და განვითარება. აღნიშნული მიმართულება წარმოადგენს ერთგვარ მედიატორს უცხოელ ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის, მუშაობს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ და ეხმარება დაინტერესებულ ინვესტორებს სხვადასხვა ინფორმაციის მიღებასა და ქართულ მხარესთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებაში