მთავარი სიახლეები „ბიზნეს კავშირები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“ - SME linkages

„ბიზნეს კავშირები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“ - SME linkages


ბიზნესი


მიმდინარე წლის 30 მაისს, ლოლიტას საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, PricewaterhouseCoopers (PwC) თანამშრომლობით,  ბრიტანეთის საელჩოს კარგი მმართველობის ფონდის დაფინანსებით, საქართველოში არსებული მულტინაციონალური და ე.წ „ფრენჩაიზინგის” კომპანიებისთვის გაიმართა პროექტის „ბიზნეს კავშირები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“ პრეზენტაცია, სადაც სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა, კარგი მმართველობის ფონდის ხელმძღვანელმა, ბრიტანეთის საელჩოს პირველმა პოლიტიკურმა მდივანმა სუზან სტერნიმ და პროექტის ექსპერტმა ჯულიან ლავსონ ჰილმა პროექტის მნიშვნელობაზე და მიმდინარეობაზე ისაუბრეს. 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ საქართველოში არსებულ მულტინაციონალურ და ე.წ „ფრენჩაიზინგის” კომპანიებს, სამომავლო თანამშრომლობის, კერძოდ პროდუქციის და მომსახურების მიწოდების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში შეირჩა სასტუმროსა და რესტორნების  ე.წ. HoReCa-ს სექტორი, რომლის ფარგლებშიც მოღვაწე მულტინაცინალურ ბრენდებთან დასაკავშირებლად და პოტენციალის შესასწავლად, წინასწარ იდენტიფიცირებულმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა შეავსეს შესაბამისი კითხვარი, რის მიხედვითაც მათთვის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ტრენინგ პროგრამები.

ტრენინგ პროგრამები იმართება ისეთ მოდულებში როგორიცაა: სტრატეგია და დაგეგმვა, ლიდერობა და მენეჯმენტი, მომხმარებელზე ორიენტირებულობა, ხარისხი და ოპერაციები, მარკეტინგი, გაყიდვები მულტინაციონალურ კომპანიებთან, ფინანსები და ადამიანური რესურსების მართვა.

 

ონლაინ ჩატი
×