მთავარი სიახლეები სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლების შეხვედრა საფეიქრო ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებთან

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლების შეხვედრა საფეიქრო ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებთან


ბიზნესი


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები ქუთაისში საფეიქრო ინდუსტრიაში მოღვაწე 26 კომპანიას შეხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში სააგენტოს  „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დამსწრე საზოგადოებას  სააგენტოს საქმიანობა, სამომავლო გეგმები გააცნო და თითოეულ დაინტერესებულ პირს  ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ  (DCFTA).

ამასთანავე, საფეიქრო ინდუსტრიის წარმომადგენლები, საშუალება ექნებათ დაესწრონ სპეციალურ მასტერკლასს, რომელსაც საკონსულტაციო კომპანიის „Peritus“ წარმომადგენელი ანი ციცქიშვილი უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი პირველი სახელწიფო უწყებაა, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია და ექსპორტის ხელშეწყობა. დინამიური ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, სააგენტო აერთიანებს სამ კომპონენტს, ეკონომიკური განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ შრეს: ბიზნესს (ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტს და ინვესტიციებს.

ონლაინ ჩატი
×