მთავარი სიახლეები მეფუტკრის დღე

მეფუტკრის დღე


ბიზნესი


მიმდინარე წლის 20 მაისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში„ და გლობალური სამეწარმეო ქსელის (GFA) ორგანიზებით, პირველად, საქართველოში მეფუტკრეთა დღე აღინიშნა.

ღონისძიება, რომელიც 11:00 საათზე, ფაბრიკაში ჩატარდა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო სტრუქტურის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ-სურსათის ეროვნული სააგენტოს,  არასამთავრობო სექტორის, მეფუტკრეთა ასოციაციების წარმომადგენლები   და საქართველოში მოქმედი 90 მეფუტკრე დაესწრო.

ღონისძიებას გამოფენა-დეგუსტაციის სახე ჰქონდა,  დისკუსიის ფორმატში წარიმართა და მის ფარგლებში მეფუტკრეობის სფეროში არსებულ პრობლემური საკითხების განხილვა მოხდა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მეფუტკრეთა დღე, რომელიც 20 მაისს სხვადასხვა ქვეყნებში   იმართება, გაეროს ასამბლეის მიერ იქნა მიღებული და  წელს პირველად მას საქართველოც შეუერთდა.

ონლაინ ჩატი
×