მთავარი სიახლეები შეხვედა მექსიკის დელეგაციასთან

შეხვედა მექსიკის დელეგაციასთან


ბიზნესი


დღეს, 25 მაისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა და ინვესტიციების მიმართულების წარმომადგენლებმა მექსიკის დელეგაციას უმასპინძლეს.

შეხვედრაზე, რომელსაც ქართულ მხარესთან ერთად საქართველოში მექსიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი ბერნარდო კორდოვა ტელიო, მექსიკური ბიზნესის ხელშეწყობის სააგენტოს ProMexico წარმომადგენელი ესწრებოდა, განხილულ იქნა ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო/საინვესტიციო ურთიერთობები და აღნიშნული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მექსიკური მხარე გაეცნო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოს.

ზემოთ ხსენებულის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს სააგენტოსა და მექსიკური ბიზნესის ხელშემწყობი სააგეტოს Promexico თანამშრომლობის გაღრმავების, მომავალში ცოდნის გაზიარების პერსპექტივები და აღნიშნული მიზნით დაიგეგმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. ამასთანავე, საქართველოსა და მექსიკას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გამყარების მიზნით, დაიწყება მუშაობა ერთობლივი ბიზნესფორუმის გამართვისთვის.

„ჩვენ გვსურს გააქტიურდეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები და დაგეგმილი აქტივობები იქნება ამის წინაპირობა“ - განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში - ინვესტიციის“ მიმართულების მიზანია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების  მოზიდვა,  ხელშეწყობა და განვითარება. აღნიშნული მიმართულება წარმოადგენს ერთგვარ მედიატორს უცხოელ ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის, მუშაობს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ და ეხმარება დაინტერესებულ ინვესტორებს სხვადასხვა ინფორმაციის მიღებასა და ქართულ მხარესთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებაში.

 

 

ონლაინ ჩატი
×