მთავარი სიახლეები პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ახალი საწარმო შპს „ტიფლის ტექსტილი“ გაიხსნა

პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ახალი საწარმო შპს „ტიფლის ტექსტილი“ გაიხსნა


ბიზნესი


პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სააგენტოს „აწა­რმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილი წინდების მწარმოებელი ქარხანა, შპს ”ტიფლის ტექსტილი“ დღეს, 11 ივნისს ოფიციალურად გახსნა. 

შპს „ტიფლის ტექსტილ“ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ორი წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში განახორციელებს. ამასთანავე, შპს „ტიფლის ტექსტილმა“ სახელმწიფო პროგრამის ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით ისარგებლა, კერძოდ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საწარმოს ასაშენებლად კომპანიას ქალაქ თბილისში, გ. ლორთქიფანიძის #81ა 9492  კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა გადაეცა.

აღსანიშნავია, შპს „ტიფლის ტექსტილმა“  სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, საწარმოს თანამედროვე ხარისხის მანქანა-დანადგარებით აღჭურვა შეძლო. საწარ­მო­ში, სადაც ამჟამად 50 ადამიანია დასაქმებული, განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 6 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. კომპანია წარმოებული პროდუქციის რელიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახორციელებს, სამომავლოდ კი, პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას და საერთაშორისო  ბაზრების ათვისებასაც გეგმავს.

„მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია არა მარტო ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, არამედ მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარებისთვისაც. მაგალითისთვის, ჩვენ ვიმყოფებით ადგილზე, სადაც არ არსებობდა არანაირი ინფრასტრუქტურა და ტერიტორია და უფუნქციობის გამო ნაგავსაყრელად იყო ქცეული,  ახლა კი, განთავსებულია მაღალი ხარისხის მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი საწარმო“- განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა.

მნიშვნელოვანია, რომ 2018 წლის მაისის თვის მონაცემებით, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, კერძოდ ინდუსტრიული, სოფლის მეურნეობის, სასტუმროს და ქონების გადაცემის კომპონენტის ფარგლებში, მხარდაჭერილია 367 პროექტი, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 888 მლნ ლარს აღემატება. საერთო ჯამში პროექტის მეშვეობით შეიქმნება 14,000- ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.

ონლაინ ჩატი
×