საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „წარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და საქართველოს ხარისხის ასოციაციასთან თანამშრომლობით, 18 ივნისს, 10:00 საათზე, ტექნოპარკში მსოფლიოში გამორჩეული და ხარისხის გურუდ აღიარებული უმაღლესი კლასის პროფესიონალის, გრეგ ვოტსონის მასტერკლასი გაიმართება, თემაზე - ხარისხი როგორც სტრატეგია წარმატებული ბიზნესისთვის.
რა არის მართვის ფილოსოფია, მეთოდები, ინსტრუმენტები და გადაწყვეტილებები, რომლებიც ქმნიან ამ სტრატეგიულ პოზიციას? დოქტორი ვოტსონი გიამბობთ, როგორ გადაიქცა ჯოზეფ მ. იურანის, ვ. ედვარდ დემინგის, ნორაკან კანოს და იოჯი აკაოს მეთოდები ლიდერობის სისტემად, რომელიც გამოიყენებს ხარისხს უპირატესობის შესაქმნელად და არის მართვის სისტემის საფუძველი ისეთი მსხვილი კომპანიებისა, როგორებიცაა: Hewlett-Packard, Xerox, Toyota და Canon.
მასტერკლასი მოგცემთ შესაძლებლობას, გაიგოთ როგორ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ორგანიზაცია ამ მენეჯერული მეთოდის გამოყენებით!
შენიშვნა:
დოქტორი გრეგ ვოტსონი არის ამერიკული ხარისხის საზოგადოების ვიცე პრეზიდენტი , ხარისხის საერთშორისო აკადემიის ვიცე -პრეზიდენტი და საპატიო წევრი. იგი არის 50-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი მისი განსაკუთრებული წვლილისათვის ხარისხის მართვის განვითარებასა და წინსვლაში. მათ შორის: პირველი არაიაპონელი, რომელმაც მიიღო ედვარდ დემინგის სახელობის მედალი იაპონიის მეცნიერთა და ინჟინერთა კავშირისგან, ხარისხის საერთაშორისო აკადემიის დამფუძნებელთა ჯილდო, ევროპის ხარისხის ორგანიზაციის ჯორჯ ბორელის სახელობის ჯილდო,
ამერიკის ხარისხის საზოგადოების ჯილდო განსაკუთრებული დამსახურებებისთვის, ამერიკის პროდუქტიულობისა და ხარისხის ცენტრის ჯეკსონ გრეისონის სახელობის მედალი და აზია-წყნარი ოკეანიის ხარისხის საზოგადოების არმანდ ფეიგენბაუმის სახელობის ჯილდო ცხოვებისეული მიღწევებისთვის.
გლობალურ ბაზარზე ხარისხის განვითარებასა და უზრუნველყოფაში ნებაყოფლობითი წვლილი შეიტანისათვის დოქტორი გრეგ ვოტსონი არჩეული იყო 16 ნაციონალური ხარისხის ორგანიზაციის საპატიო წევრად. ხარისიხ სსფეროში იგი 12-მდე წიგნისა და მრავალი პუბლიკაციის ავტორია.