მთავარი სიახლეები საერთაშორისო კონფერენცია „სასტუმროების მართვა“

საერთაშორისო კონფერენცია „სასტუმროების მართვა“


ბიზნესი


მიმდინარე წლის, 21 ივნისს, სასტუმრო „ბილტმორში“ , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით,  ინოვაციური ბიზნეს გადაწყვეტილებების ცენტრმა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე -  „სასტუმროების მართვა“ ჩაატარა.

აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელი, დამსწრე საზოგადოებას გააცნო ის მექანიზმები, რითაც სახელმწიფო ეხმარება კერძო სექტორის წარმომადგენლებს, კერძოდ  სასტუმროს ინდუსტრიის განვითარების კომპონენტი, რომელიც რეგიონში სასტუმრო ბიზნესის განხორციელების სურვილის მქონე მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებსა და საკონსულტაციო მომსახურებას. გარდა ამისა, პროგრამის მეშვეობით აქტიურად ხდება საქართველოში წარმატებული საერთაშორისო ბრენდების გამოცდილების დანერგვის სტიმულირება, ე.წ „ფრენჩაიზინგის“ ხელშეკრულების თანადაფინანსების გზით.. ამასთანავე, პრეზენტაციაზე, მიხეილ ხიდურელმა ხაზი გაუსვა ბალნეოლოგიური და გამაჯანსაღებელი კურორტების განვითარების ხელშეწყობას

ღონისძიებაზე პრეზენტაციები ჩაატარეს მსოფლიო ბრენდული სასტუმროების, მათ შორის „ჰილტონის“, „მარიოტის“, სასტუმროების ჯგუფ „ლუვრის“, „ვინდჰემის“, „ბესტ ვესტერნ ინთერნეიშენელის“ და სასტუმროების ქსელ „აკორის“ აღმოსავლეთ ევროპის, პოსტ-საბჭოთა ქვეყნების და საქართველოს რეგიონალური ხელმძღვანელებმა.

კონფერენციაზე განხილულ იქნა ისეთი აქტუალური თემები, როგორიცაა სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის სამომავლო პერსპექტივები, ციფრული ტექნოლოგიების და ინოვაციური სტრატეგიების დანერგვა სასტუმროს გაყიდვების და მარკეტინგის ეფექტურობის გასაზრდელად.

ერთ-ერთი სესია მიეძღვნა საქართველოს საინვესტიციო გარემოს ტურიზმის და სასტუმროს ბიზნესის სფეროში.

ღონისძიება განკუთვნილია სასტუმროს მენეჯერებისთვის, მფლობელებისთვის,  დეველოპერული კომპანიების ხელმძღვანელებისთვის და კონსულტანტებისთვის. მასში მონაწილეობა მიიღო 60 - მდე ქართველმა და უცხოელმა დელეგატმა.

 შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მაისის თვის მონაცემებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების ფარგლებში მხარდაჭერილია 47 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 130 მლნ. ლარზე მეტს. აღნიშნული სასტუმროები შექმნიან დამატებით 1300 ოთახს და 1300-ზე მეტ სამუშაო ადგილს.

ონლაინ ჩატი
×