მთავარი სიახლეები შეხვედრა პოლონეთის ბიზნეს წარმომადგენლებთან

შეხვედრა პოლონეთის ბიზნეს წარმომადგენლებთან


ბიზნესი


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებმა ვიელკოპოლსკას განვითარების ფონდს (Wielkopolska Development Fund) უმასპინძლეს და საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინეს.

ამასთანავე, ღონისძიებას ესწრებოდნენ პოლონური კერძო სექტორის წარმომადგენელი კომპანიები, ისეთი სექტორებიდან, როგორებიცაა წარმოება, მშენებლობა და ინფრასტრუქტურა. მათ ინტერესი გამოხატეს  საქართველოში წარმოების სექტორში ინვესტირებასთან დაკავშირებით და შეთანხმდნენ რომ მსგავს შეხვედრებს ექნება პერმანენტული ხასიათი.

პოლონეთის ბიზნეს წარმომადგენლების დიდი დაინტერესება გამოიწვია პრეზენტაციამ საქართველოს ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ, კერძოდ სტრუქტურული და ინსტიტუციონალური რეფორმების, აგრეთვე მსხვილი საინვესტიციო პროექტების თაობაზე, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა პრიორიტეტულ მიმართულებას შეეხებოდა. 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის 12-13 ივლისს, დაიგეგმა ვიზიტი პოლონეთში და დაიწყო პოტენციურ ინვესტორ კომპანიებთან კომუნიკაცია ორმხრივი შეხვედრებისთვის. ვიზიტის ფარგლებში სსიპ-ის "აწარმოე საქართველოში" დირექტორი მონაწილეობას მიიღებს პოლონეთ–საქართველოს ბიზნესფორუმში სადაც მონაწილეებს გააცნობს საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს და შესაძლებლობებს.

ონლაინ ჩატი
×