მთავარი სიახლეები „ბიზნეს კავშირები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“ - დასკვნითი ღონისძიება

„ბიზნეს კავშირები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“ - დასკვნითი ღონისძიება


ბიზნესი


დღეს, 27 ივნისს, სასტუმრო რუმსში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, PricewaterhouseCoopers (PwC) თანამშრომლობით,  ბრიტანეთის საელჩოს კარგი მმართველობის ფონდის დაფინანსებით, გაიმართა საპილოტე პროექტის „ბიზნეს კავშირები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“ დასკვნითი ღონისძიება.   

ღონისძიების ფორმატი განსაზღვრული იყო B2B შეხვედრებით, სადაც ადგილობრივმა მეწარმეებმა შეძლეს  საქართველოში არსებულ მულტინაციონალურ და ე.წ. „ფრენჩაიზინგის“ კომპანიებთან დაკავშირება ადგილობრივი პროდუქციისა და მომსახურების შეთავაზების მიზნით.

„პროექტის მიზანია გაიზარდოს საქართველოში არსებული მულტინაციონალური და ე.წ. „ფრენჩაიზინგის“ კომპანიების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე და მოხდეს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის მეწარმეების დაკავშირები. აღნიშნულის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები გრძელვადიან პერსპექტივაში შეძლებენ საკუთარი პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას და დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდას“. - განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილემ თორნიკე სულაბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში შეირჩა სასტუმროსა და რესტორნების  ე.წ. HoReCa-ს სექტორი, რომლის ფარგლებშიც მოღვაწე მულტინაცინალურ ბრენდებთან დასაკავშირებლად და პოტენციალის შესასწავლად, კვლევის შედეგად იდენტიფიცირებულმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა შეავსეს შესაბამისი კითხვარი, რის მიხედვითაც მათთვის პროექტის ფარგლებში დაიგეგმა ჯგუფური და ინდივიდუალური ტრეინინგ პროგრამები.

ტრენინგ პროგრამები გაიმართა ისეთ მოდულებში როგორიცაა: სტრატეგია და დაგეგმვა, ლიდერობა და მენეჯმენტი, მომხმარებელზე ორიენტირებულობა, ხარისხი და ოპერაციები, მარკეტინგი, გაყიდვები მულტინაციონალურ კომპანიებთან, ფინანსები და ადამიანური რესურსების მართვა.

დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ასევე საშუალება ჰქონდათ განეთავსებინათ ნიმუშები მათთვის სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში (შოურუმში).

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა საქართველოში არსებული 11 მულტინაციონალური და ე.წ. „ფრენჩაიზინგის“ კომპანია, მათ შორის სასტუმროები „Holiday Inn” და “Pullman”, რესტორანი “Hard Rock Café” და სხვა.

 

ონლაინ ჩატი
×