სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყებაა საქართველოში, რომლის უმთავრეს მიზანს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, ექსპორტის ხელშეწყობა და ინვესტიციების მოზიდვას წარმოადგენს.
2019 წლის თებერვლის თვის მონაცემებით, „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, სულ 2014 წლიდან მხარდაჭერილია 445 პროექტი (მოიცავს ინდუსტრიულ, სოფლის, სასტუმროს და ქონების მიმართულებებს), რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1 მილიარდ ლარზე მეტია. საიდანაც კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული სესხების მოცულობა ჯამში 580 მლნ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით სულ შეიქმნება 16 750-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |