მთავარი ღონისძიებები სამეწარმეო ბაზრობა წყალტუბოში

სამეწარმეო ბაზრობა წყალტუბოში




29 სექტემბერს, 14:00-დან 22:00 საათამდე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ფესტივალის ფუძეობის ფარგლებში, სამეწარმეო ბაზრობა გაიმართება, წყალტუბოში.
წყალტუბოში გამართულ, უნიკალურ სავაჭრო სივრცეში გამოფენილი 30-მდე მეწარმის პროდუქციის დათვალიერებას და შეძენას მრავალი ტურისტი და ადგილობრივი მაცხოვრებელი შეძლებს.
გამოფენა-გაყიდვაზე, წარმოდგენილი იქნება საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა - ტექსტილი, აქსესუარები, საკონდიტრო ნაწარმი, სასურსათო პროდუქცია, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, ჩირი, სახლის დეკორი და სხვა. ამასთანავე, გამოფენა-გაყიდვაზე სტუმრებს დახვდებათ: კვების ავტობუსები, საბავშვო და მცენარეების ზონა. 
სააგენტო "აწარმოე საქართველოში" აგრძელებს მეწარმეების მხარდაჭერას და ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციას სხვადასხვა აქტივობების სახით.

მონაწილეობის სურვილის სემთხვევსი, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია არაუგვიანეს 26 სექტემბრისა.

ონლაინ ჩატი
×