მთავარი ბიზნესის განვითარება საკრედიტო-საგარანტიო სქემა

 

 

 

საკრედიტო-საგარანტიო სქემა

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი გულისხმობს ისეთი სიცოცხლისუნარიანი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის საკრედიტო გარანტიის გაცემას, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები

 

 

 

  • სესხი

 

 

პროგრამის პირობები

  • საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში, საკრედიტო გარანტია გაიცემა კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 80%-ის ოდენობისა;
  • კომერციული ბანკის შემთხვევაში, სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 5 000 000 ლარს;
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემთხვევაში, სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 20 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 5 000 000 ლარს;
  • საკრედიტო გარანტიის მაქსიმალური ვადა შეადგენს 10 წელს;
  • სესხის მინიმუმ 80% მიმართული უნდა იყოს კაპიტალური დანახარჯებისთვის, ხოლო არაუმეტეს 20%-ისა საბრუნავი საალებების შესაძენად.
  • საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში პრიორიტეტულ საქმიანობათა ჩამონათვალი განისაზღვრება დანართი 1-ით
  • დეტალური ინფორმაცია ეკონომიკური საქმიანობების კლასიფიკატორთან დაკავშირებით, გთხოვთ იხილოთ - ეკონომიკური საქმიანობების კლასიფიკატორი

 

პროგრამის ბენეფიციარი

  • პროგრამის ბენეფიციარი უნდა იყოს მეწარმე სუბიექტი, რომელიც აკმაყოფილებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მე-3 ან მე-4 კატეგორიის საწარმო, მხოლოდ მისი შემოსავლის კომპონენტში. რომლის შემოწმება შესაძლებელია www.reportal.ge -ის მეშვეობით.
  •  მთლიანი სასესხო ვალდებულებები პროგრამაში ჩართვის მომენტისთვის არ უნდა აღემატებოდეს 12 000 000 ლარს;
  • პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი უფლებამოსილია ისარგებლოს რამდენიმე სესხით თუ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხების ჯამური მოცულობა არ აღემატება 5 000 000 ლარს;
  • ბენეფიციართან შეთანხმებით, კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია სრულად ან ნაწილობრივ უარი თქვას საკრედიტო გარანტიაზე ან/და ბენეფიციარის სურვილის შემთხვევაში კომერციული ბანკი უფლებამოსილია სრულად ან ნაწილობრივ ჩაანაცვლოს საკრედიტო გარანტია სხვა უზრუნველყოფით;
  • კომერციული ბანკები ვალდებულები არიან სესხის რესტრუქტურიზებისას არ გაზარდონ საპროცენტო განაკვეთი;
  • სესხის პირველი ტრანში ათვისებულ უნდა იქნას სესხის სააგენტოს მიერ დადასტურებიდან 6 თვის ვადაში და მისი მოცულობა არ უნდა იყოს 50 000 ლარზე ნაკლები, ხოლო სრულად ათვისების ვადად განისაზღვრა 2 წელი, გარდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული სესხებისა, სადაც სრულის ათვისების ვადა იქნება მაქსიმუმ 3 წელი;
  • ყველა ბენეფიციარი ვალდებულია უზრუნველყოს სამეურნეო/ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობებში შშმ პირების შეუფერხებელი დაშვება პანდუსების ან/და მსგავსი საშუალებების გამოყენებით.
     

 

*პროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება:

  • პროგრამის ფარგლებში დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალებების შეძენა, რემონტი, გარდა სპეციალური საშუალებებისა, რომლებიც უშუალოდ გამოიყენება საწარმოს ტერიტორიაზე პროდუქციის/მომსახურების წარმოების პროცესში;
  • დაუშვებელია გუდვილის შეძენა;
  • დაუშვებულია მხოლოდ საოფისე ფართის (ადმინისტრაციული შენობის) მშენებლობა, რემონტი, აღჭურვა;
  • სახელმწიფო ან/და კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეძენა ან/და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით დროებით სარგებლობაში აღება;
  • კერძო სამართლის იურიდიული პირის აქციების ან წილების შეძენა ან მართვაში აღება.


შენიშვნა: უნივერსალური პროგრამის ბენეფიციარისთვის, საკრედიტო-საგარანტიო სქემის გამოყენების შემთხვევაში ვრცელდება საქართველოს მთავრობის N 365-ე დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
 

 

01.09.2021-დან პროგრამის ფარგლებში აიკრძალა შვილობილი/მშობელი კომპანიის პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა, თუ მათ მიერ აღებული სესხების ჯამური მოცულობა აღემატება 10 მლნ ლარს. ამასთან, აკრძალვა ვრცელდება კლასიფიკატორის (NACE 2) შესაბამისად მხოლოდ ერთსა და იმავე განყოფილებაში მყოფ კომპანიებზე (პროგრამის მიზნებისათვის შვილობილად განიმარტება მეწარმე სუბიექტი, რომელშიც პროგრამის ბენეფიციარი ფლობს წილის 50 ან 50-ზე მეტ პროცენტს).

 

პროექტი ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში

ონლაინ ჩატი
×