მთავარი სიახლეები ქართული კომპანიების წარმატება Pitti Immagine Bimbo 2022-ზე

ქართული კომპანიების წარმატება Pitti Immagine Bimbo 2022-ზე




სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, ბავშვის ტანსაცმლის ქართულმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღეს პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაში - Pitti Immagine Bimbo 2022. ღონისძიება 22-24 ივნისს, იტალიის ქალაქ ფლორენციაში გაიმართა.

საერთაშორისო ბაიერებით დატვირთული გამოფენა ქართველი მონაწილეებისთვის წარმატებული გამოდგა. მათმა პროდუქტმა განსაკუთრებულად დიდი ინტერესი გამოიწვია - საქართველოში დამზადებული ტანისამოსის შესახებ საერთაშორისო მედიაში დაიწერა.

ქართულმა ნაწარმმა განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა იტალია, არაბთა გაერთიანებული არაბული საემიროები, ისრაელი და ა.შ.

 ქართულმა კომპანიებმა ადგილზე შეძლეს ორი შეკვეთის აღება ისრაელიდან და ალბანეთიდან. მათ ასევე ეწვია საქართველოს ელჩი იტალიაში, ბატონი კონსტანტინე სურგულაძე და გამოფენის დირექტორი,  რაფაელ ნაპოლეონე.

Pitti Immagine Bimbo ყოველწლიურად 10 000 ვიზიტორი სტუმრობს. ღონისძიებაში 500-მდე საერთაშორისო ბრენდი იყებს მონაწილეობას. გამოფენას ყოველთვის ესწრებიან მსხვილი ბრენდების წარმომადგენლები და მულტინაციონალური ვიზიტორები.

 

გაიცანით გამოფენაში მონაწილე 7 ქართული კომპანია:

ჩიკატაიეშვი კიდსსპილოუნიკოლიკომბინიზონალიმო, ვუქსი

ონლაინ ჩატი
×