მთავარი სიახლეები სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის სტიმულირების პროგრამას პირველი 50 ბენეფიციარი ყავს

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის სტიმულირების პროგრამას პირველი 50 ბენეფიციარი ყავს


ექსპორტი


საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის და პოსტპანდემიური გამოწვევების საპასუხოდ, სააგენტომ შეიმუშავა ტექნიკური დახმარების კომპონენტი, რომლის განხორციელება მიმდინარე წლის 7 აპრილს დაიწყო.  პროგრამა მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობას, კომპანიებში ექსპორტის შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრას და ექპორტის მასტიმულირებელი მექნიზმების დანერგვას შემდეგი კომპონენტების გათვალისწინებით: სერტიფიცირება და ლიცენზირება; ბრენდინგი / პროდუქციის შეფუთვა; საერთაშორისო ქსელში შესვლა.

 

ტექნიკური დახმარების პროგრამა მოიცავს შემდეგ სექტორებს: ტანსაცმელი, ტყავი და ტყავის ნაწარმი, ფეხსაცმელი, სათამაშოები, კომბინირებული საკვების წარმოება შინაური ცხოველებისა და ფრინველებისთვის, ვეტერინარული პროდუქტები, ავეჯის წარმოება, ძვირფასეულობა და მასთან დაკავშირებული ნაკეთობების წარმოება, შესაფუთი მასალები, საკვები და სასმელი პროდუქტები (გარდა ღვინისა). აგროსასურსათო პროდუქციაზე ვრცელდება მხოლოდ საერთაშორისო ქსელში შესვლის კომპონენტი.

 

აღსანიშნავია, რომ კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება წარმოებდა სრულად ელექტრონულ ფორმატში, სააგენტოს ექსპორტიორთა პლატფორმაზე, რამაც პროცესის გამჭირვალობისა და სანდოობის მაღალი ხარისხი უზრუნველყო. კონკურსის შედეგად, ექსპორტის სტიმულირების პროგრამას 50 ბენეფიციარი ყავს.

ონლაინ ჩატი
×