მთავარი სიახლეები სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია "OCO Global"-ის წარმომადგენლები 30-მდე ბენეფიციარ კომპანიას ესტუმრნენ

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია "OCO Global"-ის წარმომადგენლები 30-მდე ბენეფიციარ კომპანიას ესტუმრნენ




ექსპორტის მხარდაჭერის ახალი პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია "OCO Global"-ის წარმომადგენლები, 30-მდე ბენეფიციარ კომპანიას ესტუმრნენ, დაათვალიერეს მათი პროდუქცია და მოინახულეს საწარმოო პროცესი.

პროგრამის ბენეფიციარებს შორის არიან ქართული კომპანიები შემდეგი სექტორებიდან: საფეიქრო ინდუსტრია, ცხოველისა და ფრინველის საკვები დანამატები/ვეტერინარია, შესაფუთი მასალები, სათამაშოები და ელექტრო ნაწილები.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრებზე "OCO Global"-ის წარმომადგენლებმა კომპანიებისგან მიიღეს დამატებითი ინფორმაცია სამუშაო პროცესისა და საწარმოო სიმძლავრეების შესახებ. შემდეგი ეტაპი ითვალისწინებს თითოეულ საწარმოზე მორგებული მარკეტინგული გეგმის შემუშავებას, ვორკშოფებს პროგრამის მონაწილეებისთვის და საერთაშორისო შემსყიდველებთან პირდაპირი კავშირების დამყარების შესაძლებლობას.

ექსპორტის საბაზრო კავშირების ახალი პროგრამა სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ინიციატივითა და USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამა ქართულ ექსპორტიორ კომპანიებს უცხოელ შემსყიდველებთან დაკავშირებასა და პროდუქციის რეალიზაციაში დაეხმარება. პროგრამა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია "OCO Global"-ის ჩართულობით ხორციელდება.

ერთი წლის განმავლობაში პროგრამაში მონაწილეობას 50  ქართული კომპანია მიიღებს. შედეგად, კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, ახალი უცხოური ბაზრები აითვისონ.

ონლაინ ჩატი
×