„აწარმოე საქართველოში" ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, 1-3 ივლისს, პარიზში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაში - Playtime Paris 2023, ათმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
საერთაშორისო გამოფენა PLAYTIME ბავშვის ტანსაცმლის სექტორში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა. ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია მსოფლიოს 70-მდე ქვეყნის წარმომადგენლებსა და გამოფენის ათასობით სტუმარს წარუდგინეს.
გამოფენა ქართული კომპანიებისთვის წარმატებული აღმოჩნდა - მათი პროდუქციით მრავალი საერთაშორისო ბაიერი დაინტერესდა, გამოფენის მსვლელობისას გაფორმდა ორი ხელშეკრულება დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან.
ამასთან, ქართულმა კომპანიებმა დაამყარეს საჭირო კონტაქტები სხვადასხვა ბაზრების წარმომადგენლებთან, მათ შორის: ნორვეგია, ისრაელი, საბერძნეთი, იტალია, პორტუგალია, დანია, აშშ, გერმანია, საუდის არაბეთი, ჩინეთი, ავსტრალია და სხვა.
გამოფენაში საქართველოდან მონაწილეობდნენ კომპანიები:
Eshvi kids; Wooxy; Uniki; Kidding Studio; Peek-a-boo; Noonkid Store; Mimo; Nikolli; Wagma Ukugma; Flying Ace