მთავარი სიახლეები მიხეილ ხიდურელმა "სამი ზღვის ინიციატივის" ბიზნესფორუმზე ორმხრივი შეხვედრები გამართა

მიხეილ ხიდურელმა "სამი ზღვის ინიციატივის" ბიზნესფორუმზე ორმხრივი შეხვედრები გამართა




სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა, რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში, სამი ზღვის ინიციატივის ფარგლებში გამართულ ბიზნესფორუმზე - "3SI", საინვესტიციო პანელში მიიღო მონაწილეობა, სადაც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ბიზნესგარემოზე ისაუბრა.

პანელში მონაწილეობდნენ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოადგილე და ეკონომიკის მინისტრი, უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, შავი ზღვის ეკონომიკური კოოპერაციის გენერალური მდივანი, რუმინეთის საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი და სხვა მაღალი რანგის პირები.

ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს ხელმძღვანელმა ორმხრივი შეხვედრები გამართა რუმინეთის საინვესტიციო სააგენტოს დირექტორთან და სავაჭრო-სამრეწველო პალატის საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელთან.

შეხვედრების ფარგლებში, მიხეილ ხიდურელმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო უპირატესობებსა და კერძო სექტორის მხარდამჭერ სახელმწიფო მექანიზმებზე.

3SI ბიზნესფორუმი ლიტვის, ლატვიის, პოლონეთისა და რუმინეთის პრეზიდენტების გამოსვლებით გაიხსნა. ბიზნესფორუმში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც ევროკავშირის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა ქვეყნების სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის მაღალი დონის წარმომადგენლები.

ონლაინ ჩატი
×