ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განაგრძობს მასტერკლასების სერიას „განავითარე შენი ბიზნესი“.
საგანმანათლებლო მიმართულებით ეს არის სააგენტოს 2018 წლის პროექტი და ემსახურება ორ ძირითად მიზანს:
- ხელი შეუწყოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბენეფიციარებს და ასევე, სხვა დაინტერესებულ პირებს, ცოდნის ამაღლების მიმართულებით ბიზნესის განვითარების საკითხებში
- ქვეყანაში დაინერგოს ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებით სარგებლობის კულტურა და მოხდეს შესაბამისი კომპანიების/კონსულტანტების ადგილობრივ ბაზარზე პოპულარიზაცია
მასტერკლასს გაუძღვა გაყიდვების პროფესიონალი და International Sales Institute-ს დამფუძნებლი დავით ჩიკვაიძე, თემაზე: ტვინის გადაწყვეტილებები მოლაპარაკებისას.
მასტერკლასზე მთავარი სასაუბრო თემა იყო, თუ როგორ უნდა მოახდინონ მეწარმეებმა პოზიციონირება მოლაპარაკებისას, როგორც დირექტორი - პირველი კომუნიკაციისას (ზარი, სკაიპი და აშ.) და როგორ აირიდონ დაბრკოლებები შეხვედრისას, რომლებიც ძალიან ხშირად ხვდებათ ორგანიზაციის შიგნით და გარეთ.
პროექტის ფარგლებში, წლის ბოლომდე იგეგმება ხუთი სემინარი თემებზე: დროის მართვა, ადამიანური რესურსების მართვა, გაყიდვები და ეფექტური პრეზენტაციები და.ა.შ.