სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, კინოინდუსტრიის ქართველი წარმომადგენლებისთვის დაიგეგმა 5 დღიანი ინტენსიური სასწავლო პროგრამა. სააგენტოს ორგანიზებით მასტერკლასს გაუძღვებიან ჰოლივუდის წამყვანი პროფესიონალები - პროდიუსერები ჯანეტ მილიო და ჯიმ მილიო, რომლებსაც მხატვრული ფილმებისა და ტელესერიალების მიმართულებით პროდიუსინგში 20 წლიანი გამოცდილება აქვთ. აღნიშნული ტრენინგის ჩატარება კინოინდუსტრიის წარმომადგენლებთან აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში დაინერგა და მათ საჭიროებებზეა მორგებული.
5-დღიანი ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან აუდიო-ვიზუალური პროექტების განვითარების სრულს ციკლს, რომელიც მოიცავს ყველა ეტაპს პროექტის იდეიდან დაწყებული დისტრიბუციის განხორციელების ჩათვლით.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ კინოინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებს, რომელთაც მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება აქვთ (კომპანიის მიერ შექმნილი აუდიო ვიზუალური პროდუქციის წარმოდგენა შესაძლებელია სარეგისტრაციო განაცხადში).
კინოინდუსტრიის სფეროში მოღვაწე თითო კომპანიას საშუალება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი კანდიდატი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ კომპანია არის „გადაიღე საქართველოში“ პროგრამის ბენეფიციარი, მას საშუალება ეძლევა წარმოადგინოს სამი კანდიდატი.
პროგრამა მოიცავს შემდეგ ძირითად ეტაპებს:
ა) განაცხადების მიღება;
ბ) კომისიის მიერ განაცხადების განხილვა და პროგრამაში მონაწილე კანდიდატების გამოვლენა;
გ) ტრენინგი;
დ) მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემა;
ტრენინგზე მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:
იხილეთ დამატებითი დოკუმენტები: