მთავარი სიახლეები „აწარმოე საქართველოში“ გამართავს ტრენინგს სახელწოდებით „გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი სისტემის მართვა“

„აწარმოე საქართველოში“ გამართავს ტრენინგს სახელწოდებით „გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი სისტემის მართვა“




სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ გამართავს ტრენინგს „გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი სისტემის მართვა“.

ტრენინგი ჩატარდება თბილისში, 7-8 თებერვალს და მასზე დასწრება შესაძლებელი იქნება მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის.

იხილეთ სარეგისტრაციო ბმული 

განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 2025 წლის 29 იანვარი.

 

„გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი სისტემის მართვა“ მომზადება/გადამზადების პროგრამა და მასში მონაწილეობის წესი

  1. მიზანი და აღწერა

1. პროგრამის მიზანს წარმოადგენს მეწარმეებში გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება სააგენტოს მიერ ორგანიზებული ტრენინგის მეშვეობით.. პროგრამის ფარგლებში მოხდება პროგრამაში მონაწილე პირების მომზადება/გადამზადება დანართი N2-ით განსაზღვრულ თემატიკებში.

2. პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული პროგრამის განხორიცელების ხელშეწყობას და მისი შესრულების ზედამხედველობას.

 

  1. პროგრამის განხორციელების თარიღი და ეტაპები

1. პროგრამა მოიცავს შემდეგ ძირითად ეტაპებს:

ა) განაცხადების მიღება ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით;

ბ) კომისიის მიერ განაცხადების განხილვა და პროგრამაში მონაწილე კანდიდატების გამოვლენა;

გ) ტრენინგის ჩატარება;

დ) მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემა.

2. ტრენინგის შესახებ ინფორმაციას სააგენტო გაავრცელებს ელექტრონული საშუალებებით, კერძოდ, ელექტრონული ფოსტის, სააგენტოს ვებ-გვერდის  www.enterprise.gov.ge და სააგენტოს სოციალური ქსელის მეშვეობით. პროგრამის განხორციელების თარიღებია:

განაცხადების მიღება: 21.01.2025 – 29.01.2025-ის ჩათვლით

შერჩევის წესის შესაბამისად ტრენინგზე დამსწრე კანდიდატების გამოვლენა და ტრენინგის ჩატარების დეტალების შესახებ ინფორმაციის მიწოდება: 04.02.2025-მდე

ტრენინგის ჩატარების თარიღი:  07.02.2025 – 08.02.2025-ის ჩათვლით

ტრენინგზე დამსწრეთა რაოდენობა: მაქსიმუმ 25 კანდიდატი

 

  1. პროგრამაში მონაწილეობის და მონაწილეთა შერჩევის წესი

პროგრამაში მონაწილეობა

პროგრამაში მონაწილეობისთვის, მეწარმე სუბიექტმა უნდა შეავსოს ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა (განაცხადი). მეწარმე სუბიექტი უფლებამოსილია წარადგინოს ორი განაცხადი (ორი კანდიდატი[1]), რომელშიც მითითებულ უნდა იქნას ტრენინგზე დასასწრებად მასთან დასაქმებული კანდიდატ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია. ამასთან, პროგრამაში მონაწილეობისათვის მეწარმე სუბიექტსა და დასაქმებულ პირთან არსებული შრომითი ურთიერთობა დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე (ცნობა, შრომითი ხელშეკრულება და მისთ.), რომლის ატვირთვა უნდა განხორციელდეს მეწარმე სუბიექტის მიერ ელექტრონულ სარეგისტრაციო ფორმაში (განაცხადი).

 

შერჩევის წესი

პროგრამის ფარგლებში ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმით წარმოდგენილი განაცხადი, კომისიის მიერ შეფასდება ქვევით მოცემული ცხრილის შესაბამისად:

N

განაცხადის შერჩევის კრიტერიუმები

ქულა

1

სახელმწიფო პროგრამ(ებ)ის "აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე მეწარმეობის ან/და ინდუსტრიული ან/და უნივერსალური ინდუსტრიული ნაწილის ან/და სახელმწიფო პროგრამის "საკრედიტო-საგარანტიო სქემის ბენეფიციარი

25

2

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საწარმოს ზომითი კატეგორია

 

I და II კატეგორიის საწარმო

5

III კატეგორიის საწარმო

10

IV კატეგორიის საწარმო

15

3

მეწარმე სუბიექტის ბიზნესის საქმიანობის სფერო

 

წარმოება

10

მომსახურება და ვაჭრობა

5

4

მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლის პოზიცია

 

მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერი

10

სხვა პოზიცია

5

5

მეწარმე სუბიექტიმეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირების ხანგრძლივობა

 

ერთ წლამდე

10

ერთ წელზე მეტი

5

მაქსიმალური ქულათა ჯამი

100

მინიმალური გადასალახი ქულა

40

შეფასების შედეგების მიხედვით დგება იმ კანდიდატთა რეიტინგული სია, რომელთაც გადალახეს მინიმალური ზღვარი.

პროგრამის ფარგლებში ტრენინგზე დამსწრეთა 25 ადგილი გადანაწილდება უმაღლესი ქულით შეფასებული განაცხადებს შორის. იმ შემთხვევაში თუ მინიმალური ზღვარს ზევით შეფასებულმა განაცხადებმა ვერ შეავსეს ტრენინგისთვის განსაზღვრული 25 ადგილი, ტრენინგზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ მინიმალურ ზღვარს ქვემოთ არსებულ უმაღლესი ქულის მქონე განაცხადებს.  

განაცხადების შეფასების ერთნაირი შედეგების არსებობის შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტების ტრენინგზე შერჩევა განხორციელდება პრინციპით: „დროში პირველი, უფლებაში პირველი“ (ე. წ. First come, first serve).შერჩეულ კანდიდატებს, მათ მიერ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ან/და ტელეფონზე მიეწოდება ინფორმაცია ტრენინგის ჩატარების სრული დღის წესრიგის შესახებ, არაუგვიანეს 2025 წლის 5 თებერვლისა.

 

ტრენინგის თემები

  1. მომხმარებელთა უფლებების დაცვა
  • მომხმარებელთა უფლებების დაცვის საჭიროება
  • ევროკავშირთან ინტეგრაცია და სამართლებრივი ჰარმონიზაცია
  • მომხმარებლის, მოვაჭრის და სხვა მნიშნელოვანი ტერმინების განმარტება
  • მომხმარებლის ბუნება - საშუალო მომხმარებლის სტანდარტი
  • მომხმარებლის ინფორმირების ვალდებულება
  • უნაკლო შესრულების ვალდებულება და 2-წლიანი საკანონმდებლო გარანტია
  • დისტანციური და სარეწს გარეთ დადებული ხელშეკრულებები
  • მოვაჭრის მიერ შედგენილი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები
  • უსამართლო კომერციული საქმიანობის აკრძალვა (შეცდომაში შემყვანი და აგრესიული კომერციული საქმიანობა)
  • მომხმარებლის უფლებების დაცვის ინსტიტუციური გარანტიები; ჯარიმები და დავების გადაწყვეტის ალტერნატიული გზები
  • კანონის ამოქმედებიდან დღემდე არსებული სტატისტიკა, განვითარებული პრაქტიკა, სააგენტოს მიერ დადგენილი სტანდარტები და იდენტიფიცირებული ტენდენციები

 

  1. შრომითი ურთიერთობები და შრომის უსაფრთხოება
  • შრომითი ურთიერთობები და მასთან დაკავშირებული რისკები ბიზნესისათვის
  • შრომითი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა
  • კანონი შრომითი მიგრაციის შესახებ
  • შრომის ინსპექცია; შრომის ინსპექტირება მშენებლობაზე
  • ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა

 

  1. ენერგოეფექტურობა
  • შესავალი ენერგომენეჯმენტში
  • ენერგიის მოხმარება სამეწარმეო საქმიანობაში
  • ენერგოეფექტურობა და მისი სარგებელი
  • ენერგოაუდიტი
  • საქართველოს ენერგოეფექტურობის პოლიტიკა
  • ენერგიის განახლებადი წყაროები და მათი გამოყენება წარმოების პროცესში
  • ფინანსები და ენერგოეფექტურობა

 

  1. ნარჩენების მართვა
  • მარეგულირებელი ჩარჩო და კანონმდებლობა ბიზნესის ნარჩენების მართვის მიმართულებით.
  • ნარჩენების ტიპები და კლასიფიკაცია.
  • ბიზნესის პასუხისმგებლობა ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით.
  • ინსპექტირების პროცედურები; დარღვევების ადმინისტრაციული და სამართლებრივი შედეგები.
  • ნარჩენების მართვის დაგეგმვა; ნარჩენების მართვის თვითმონიტორინგი.
  • მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობა
  • ნარჩენების მართვის საუკეთესო პრაქტიკა

[1] ერთ განაცხადის ფარგლებში წარმოგენილ უნდა იქნას ერთი კანდიდატი

ონლაინ ჩატი
×