ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტზე 24 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით დაარეგისტრირეთ თქვენი ბიზნესგეგმა და აქციეთ იდეა რეალობად!
ბიზნესგეგმების რეგისტრაცია: http://bplan.enterprise.gov.ge
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წელს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნებათ იმ მეწარმე სუბიექტს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა. იმისთვის, რომ მეწარმე სუბიექტებს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს კვლავ ჰქონდეს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა, მათ ბიზნესგეგმების ეტაპზე უნდა წარადგინონ პროექტი, რომელიც შეეხება მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოება/გადაიარაღებას.
განსხვავებულად განისაზღვრება თანამონაწილეობის წილიც - პროგრამის მოსარგებლის/მოსარგებლეთა ჯგუფის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 50 პროცენტით, მაშინ როდესაც პროგრამის ახალი ბენეფიციარის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 20 პროცენტით. ასევე, გაზრდილია დაფინანსების მაქსიმალური მოცულობა და ნაცვლად 15 000 ლარისა, შეადგენს 20 000 ლარს.
№ | 2018 წლის ახალი ეტაპის ჩატარების აქტივობები | ვადები |
1 | ბიზნესგეგმების მიღება | 2018 წლის 24 სექტემბერი - 5 ოქტომბერი |
2 | ბიზნესგეგმების შეფასება | 2018 წლის ოქტომბერი - 5 ოქტომბერი |
3 | ბენეფიციარებთან გასაუბრება/ადგილზე მონიტორინგი | 2018 წლის ოქტომბერი - 5 ნოემბერი |
4 | პროგრამის საბოლოო გამარჯვებულების გამოვლენა | 2018 წლის 5 - 10 ნოემბერი |
5 | საბოლოო ხელშეკრულების გაფორმება | 2018 წლის 25 ნოემბერი |
6 | ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობის შესრულების მონიტორინგი | 2018 წლისნოემბერი - 10 დეკემბერი |
7 | თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვა | 2018 წლის ნოემბერი - 20 დეკემბერი |
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ განმახორციელებელ ორგანიზაციებს:
1.შპს თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრი
კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი
ქ. თელავი, ი.ჭავჭავაძის ქ. # 87,
ქ. გორი, სამეფოს ქ. # 29,
ქ. დუშეთი, კოსტავას ქ. # 34,
+995 32 222 45 32
2. შპს ჯი-ემ-სი-ჯი - INNOVA
აჭარა, გურია, სამეგრელო, ზემო სვანეთი
ქ. ბათუმი, ა. მელაშვილის ქ. #2
ქ. ზუგდიდი, ლაზის ქ. #14
ქ. ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ. #114
+995 32 222 25 45 (ცხელი ხაზი)
3.ა(ა)იპ RDA - რეგიონალური განვითრების ასოციაცია
სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი
ქ. ახალციხე, გვარამაძის ქ. #16
ქ. მარნეული, რუსთაველის ქ. # 48
+995 32 205 19 92 (ცხელი ხაზი)
4.ა(ა)იპ საქართველოს სკაუტური მოძრაობა - საქართველოს სკაუტები
იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი
ქ. ქუთაისი, კოსტავას ქ. # 9
0431 – 25 – 55 – 74 ცხელი ხაზი