მთავარი სიახლეები Invest in Georgia 2020 - 2021 - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი საინვესტიციო სტრატეგიის წარდგენა

Invest in Georgia 2020 - 2021 - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი საინვესტიციო სტრატეგიის წარდგენა




სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ 2020-2021 ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ხოლო სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა დამსწრე საზოგადოებას სტრატეგიის პრეზენტაცია წარუდგინა.

აღსანიშნავი, რომ სტრატეგია შემუშავდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ადგილობრივი და საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის მიერ. სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა და ის მოიცავს პრიორიტეტული სექტორების ანალიზს, პირდაპირი/არაპირდაპირი ინსტრუმენტებით ინვესტიციის მოზიდვის კონკრეტულ სამოქმედო გეგმას. ზემოხსენებული სტრატეგიის თანახმად, მომდევნო ორი წლის განმავლობაში მაღალანაზღაურებად და საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორებში 3, 500 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ღონისძიებას დაესწრნენ, როგორც მთავრობის და საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების და უცხოური ინვესტიციით შექმნილი კომპანიების წარმომადგენლები.

ონლაინ ჩატი
×