მთავარი სიახლეები პროგრამის "გადაიღე საქართველოში" მონაცემები (ოქტომბერი 2019)

პროგრამის "გადაიღე საქართველოში" მონაცემები (ოქტომბერი 2019)




საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი ყოველდღიურად უფრო აქტუალური და დატვირთული ხდება. კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 31 უცხოური პროექტი განხორციელდა. პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.

2019 წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში შემოსულია 31 განაცხადი, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულდა 15 ფილმზე, დამატებით 16 ფილმზე კი გადაღებები უეხლოეს მომავალში დაიწყება, ან უკვე მიმდინარეობს. 

აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამურად 113.2  მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, გადაღებებისას კი დასაქმებულთა რაოდენობა 17 150-ს გადააჭარბებს.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ამჟამად სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებებზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, სასიამოვნო წარმატებაც, რომ პროგრამის ფარგლებში 10 პროექტს, რომლებიც პროგრამის ფარგლებში ე.წ cash rebate მექანიზმით სარგებლობდნენ, საქართველოში დახარჯული ბიუჯეტის კვალიფიციური ხარჯების 20% უკვე აუნაზღაურდა. აღნიშნული პროგრამა კი კიდევ უფრო მეტ პროდიუსერს უჩენს ინტერესს გადმოიტანონ კინოწარმოება საქართველოში და დაიბრუნონ კინოგადაღებებზე დახარჯული თანხის ნაწილი.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს პროგრამის ფარგლებში, პირველი ჰოლივუდის პროექტის გადაღებები, კერძოდ ამერიკული ცნობილი ფილმის "ფორსაჟი 9" გადაღებები განხორციელდა.

ონლაინ ჩატი
×