მთავარი სიახლეები „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით შვეიცარული შოკოლადის მწარმოებელი კომპანია - Camille Bloch საქართველოში შემოვიდა

„აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით შვეიცარული შოკოლადის მწარმოებელი კომპანია - Camille Bloch საქართველოში შემოვიდა


ინვესტიცია


სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების ხელშეწყობით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, შოკოლადის მწარმოებელი კომპანია - Camille Bloch თხილის პლანტაციებს გააშენებს.

შვეიცარიული კომპანია რომელსაც 91 წლიანი ისტორია აქვს საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, რომლის მოსავალიც მათ საქვეყნოდ ცნობილ ბრენდებში იქნება გამოყენებული.

„არსებული გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შევძელით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, საერთაშორისო კომპანიის საქართველოში შემოყვანა. მოხარულები ვართ, რომ შვეიცარულმა კომპანიამ ნდობა გამოხატა და რამდენიმე წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, საქართველოში ინვესტიციის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო,“ - განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარში დაიწყება პირველი 50 ჰექტარის დარგვა, მთლიანობაში კი პროექტი 650 ჰექტარზე გაშენებულ პლანტაციებსა და ნედლეულის გადამამუშავებელ ქარხანას მოიცავს. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 10 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს.

”ეს ძალიან დიდი ნაბიჯია კომპანიისთვის, რადგან თხილი ჩვენი შოკოლადის ძირითადი კომპონენტია. ყოველწლიურად 700 ტონაზე მეტი თხილი იხალება კომპანიის სათავო ოფისებში, ”- აცხადებს კომპანიის შესყიდვების ხელმძღვანელი და CB Georgia- ს დირექტორი, რენე მეიერი.

კომპანიასთან მოლაპარაკება რამდენიმე წელი მიმდინარეობდა. მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაზე 2020 წლის იანვარში, საქართველოს პრემიერ მინისტრსა და კომპანიის მფლობელს შორის დავოსში გამართული შეხვედრის შემდეგ გადავიდა. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციის გუნდის ხელშეწყობით, კომპანიამ დეტალური ინფორმაცია მიიღო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ  და დამუშავების შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოში წარმოების დაწყების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ პროცესში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში შვეიცარიის საელჩო და შვეიცარიის საელჩო საქართველოში..

ონლაინ ჩატი
×