მთავარი სიახლეები “აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით რუსთავში ახალი საწარმო ამოქმედდება

“აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით რუსთავში ახალი საწარმო ამოქმედდება




სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ქართლი ტექსტილი“  4 თვეში სრული დატვირთვით ამუშავდება და საქართველოს 3 000 მოქალაქეს დაასაქმებს.

სააგენტოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, კომპანია უახლესი ტექნოლოგიის დანადგარებს შეიძენს, რაც მას საშუალებას მისცემს, ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima ეფექტური ტექნოლოგიით დამზადებული, მაღალხარისხიანი პროდუქცია მიაწოდოს. პროექტის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 20 მილიონ ლარს შეადგენს.

საწარმო - „ქართლი ტექსტილი“ ქართული ექსპორტიორი კომპანიის შპს „აჭარა ტექსტილი“-ს პროექტია, რომელიც 2008 წლიდან საფეიქრო მრეწველობის დარგში მოღვაწეობს. აღსანიშნავია, რომ კომპანიას, ქ. ბათუმში, ქ. ფოთში და ქობულეთს მუნიციპალიტეტ სოფელ ბობოყვათში არსებულ სამ სამკერვალო ქარხანაში დასაქმებული ყავს 3 500 საქართველოს მოქალაქე. კომპანია  წლიურად 15 მლნ-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებასა და ექსპორტს ახორციელებს.

აღნიშნული საწარმო რუსთავში აშენდება და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო განახორციელებს.

კომპანიამ ისარგებლა ინდუსტრიული მიმართულების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტით, რომლის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა. აღნიშნული პროგრამა გულისხმობს პირველი 36 თვის განმავლობაში საბანკო კრედიტის რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 3% საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას. სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 10 000 000 ლარს. - იხ. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია - https://bit.ly/3h3MPdv 

პროგრამის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სააგენტოს მომსახურების ცენტრს ნომერზე: 1525.

 

ონლაინ ჩატი
×