ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით დაფუძნებული სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" სერვის ცენტრი წარმოადგენს მრავალფუნქციურ ბიზნეს სივრცეს.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია შემდეგი მომსახურებების თუ ინფორმაციის ერთ სივრცეში მიღება:
*ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც მოცემული მიმართულებით იქნება გამოყენებული Enterprise Europe Network - ევროპის მეწარმეთა ქსელია, რომელშიც სააგენტო "აწარმოე საქართველოში" საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად გაწევრიანდა
გარდა აღნიშნული მომსახურებებისა მეწარმე შეძლებს უსასყიდლოდ ისარგებლოს სერვის ცენტრის ინფრასტრუქტურით:
ხსენებული ინფრასტრუქტურა ასევე იქნება გამოყენებული ლექციებისა და სემინარებისა მოსაწყობად, როგორც მეწარმეებისთვის, ისე სკოლებისა და უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის.
სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" სერვის ცენტრის კონცეფცია აშშ-ში დამკვიდრებულ SBDC-ის (მცირე ბიზნესის განვითარების ცენტრების) პრაქტიკას ეფუძნება.