მთავარი ბიზნესის განვითარება კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა

კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა

კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის მიზანია საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა ფასიანი ქაღალდების განთავსების სტიმულირების გზით

 

 

  • პროგრამის პირობები
  • თანადაფინანსების სქემა

 

პროგრამის მოკლე აღწერა:

კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა მოიცავს თანადაფინანსების კომპონენტს, რომელიც ითვალისწინებს ბენეფიციარის მიერ ფასიანი ქაღალდების ემისიასთან დაკავშირებული შემდეგი ორი სახის ხარჯის თანადაფინანსებას:

 

1. ბენეფიციარის მიერ სარეიტინგო კომპანიისთვის გადახდილი/გადასახდელი საკრედიტო რეიტინგის მოპოვებასთან დაკავშირებული ხარჯი.

 

2. ბენეფიციარის მიერ საბროკერო კომპანიისთვის ასანაზღაურებელი მომსახურების საფასური (საკომისიო).

 

 

ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობა:

 

პროგრამის ფარგლებში მონაწილეობა შეუძლია - მეწარმე სუბიექტს, რომლის წინა სამეურნეო წლის აკუმულირებული ჯამური შემოსავალი არ აღემატება 200 მლნ ლარს.

 

დამატებითი კრიტერიუმების სანახავად იხილეთ სახელმწიფო პროგრამის დადგენილება მიმაგრებულ ფაილებში

 

პროგრამის ძირითადი პირობები:

 

  • პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მხოლოდ საჯარო შეთავაზების გზით სასესხო ფასიანი ქაღალდების განთავსებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსება;
  • ფასიანი ქაღალდების განთავსება შესაძლებელია, როგორც ეროვნულს (ლარი), ასევე უცხოურ (აშშ დოლარი/ევრო/ფუნტი სტერლინგი) ვალუტებში;
  • არ განხორციელდება ბენეფიციარის პროგრამაში ჩართვამდე საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი წინასწარი პროსპექტის ფარგლებში განთავსებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსება;
  • პროგრამაში ერთი დასკვნის ფარგლებში დაშვებულია მხოლოდ ერთი ემისიის პროსპექტის მომზადება.
  • ერთი დამტკიცებული პროსპექტის ფარგლებში რამდენიმე დასკვნის არსებობისას ერთი და იმავე ვალუტაში ფასიანი ქაღალდების გამოშვებაზე დაშვებულია მხოლოდ ერთი დასკვნის წარმოდგენა;
  • ბენეფიციარის პროგრამაში ჩართვიდან საბროკერო კომპანიამ 6 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული პროსპექტი;
  • პროგრამით განსაზღვრული ხარჯები თანადაფინანსებისთვის, საბროკერო კომპანიამ ან/და ბენეფიციარმა, პროგრამაში ჩართვიდან 18 თვის ვადაში უნდა მიმართონ სააგენტოს, დადგენილი წესის შესაბამისად.

 

პროგრამის ფარგლებში აკრძალული საქმიანობა და ემისიის მიზნობრიობა:

გთხოვთ იხილეთ დანართი

პროგრამის ფარგლებში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კომპანიამ უნდა წარუდგინოს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ განაცხადის ფორმა შემდეგ  ელექტრონულ მისამართზე cms@enterprise.gov.ge

მიმაგრებული ფაილები:

კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დადგენილება

 

პროგრამაში მონაწილეობის განაცხადის ფორმა:

განაცხადის ფორმა

 

 

 

 

ონლაინ ჩატი
×