* პროგრამის ინდუსტრიები:
- ინდუსტრიული
- სასტუმრო ინდუსტრია/ბალნეოლოგიური კურორტები
- ტურისტული სერვისები
- აგრო ტურისტული ინდუსტრია
- ეკო ტურისტულლი ინდუსტრია
*კომერციული ბანკების/სალიზინგო კომპანიების შემთხვევაში
- სესხის ფარგლებში სააგენტო ახორციელებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას სესხის ვადით, სებ-ის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5% და ლიზინგის შემთხვევაში ლიზინგის ვადით, სებ-ის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3%;
- სესხის ფარგლებში სააგენტო ახორციელებს სესხის ძირის არაუმეტეს 60%-ის გარანტირებას, მაქსიმუმ 10 წლის ვადით;
- სესხის/ლიზინგის საგნის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 10 000 000 ლარს;
- სესხის მინიმუმ 50% უნდა იყოს მიმართული ძირითადი და კაპიტალური დანახარჯებისთვის, ხოლო არაუმეტეს 50%-ისა საბრუნავი საშუალებების შესაძენად.
* პროგრამის პირობები
- საქმიანობა უნდა შედიოდეს საქართველოს მთავრობის მიერ მოცემული პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულ პრიორიტეტთა ნუსხაში;
- დეტალური ინფორმაცია ეკონომიკური საქმიანობების კლასიფიკატორთან დაკავშირებით, გთხოვთ იხილოთ - ეკონომიკური საქმიანობების კლასიფიკატორი
- პროგრამის ბენეფიციარი უნდა იყოს მეწარმე სუბიექტი, რომელიც აკმაყოფილებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მე-3 ან მე-4 კატეგორიის საწარმო, მხოლოდ მისი შემოსავლის კომპონენტში. რომლის შემოწმება შესაძლებელია www.reportal.ge -ის მეშვეობით;
- ყველა ბენეფიციარი ვალდებულია უზრუნველყოს სამეურნეო/ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობებში შშმ პირების შეუფერხებელი დაშვება პანდუსების ან/და მსგავსი საშუალებების გამოყენებით.
- ევროკავშირის საპილოტე რეგიონების პროგრამის ფარგლებში, 50 000 ლარიდან 1 500 000 ლარამდე სესხის მოცულობის შემთხვევაში ბენეფიციარი 10%-დან 20%-მდე გრანტით ისარგებლებს.
*გამონაკლისები
ეხება პროგრამის ყველა მიმართულებას.
- პროგრამის ფარგლებში დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალებების რემონტი და შეძენა. სატრანსპორტო საშალებების შეძენა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევში თუ ისინი უშუალოდ იქნებიან საწარმოო/მომსახურების პროცესში ჩართულები, რომელებიც პროგრამის მიმართულებებიდან გამომდინარე არის განსაზღვრული;
- დაუშვებელია გუდვილის შეძენა;
- დაუშვებულია მხოლოდ საოფისე ფართის (ადმინისტრაციული შენობის) მშენებლობა, რემონტი, აღჭურვა;
- სახელმწიფო ან/და კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეძენა ან/და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით დროებით სარგებლობაში აღება;
- კერძო სამართლის იურიდიული პირის აქციების ან წილების შეძენა ან მართვაში აღება.
საპილოტე რეგიონები:
- იმერეთი;
- გურია;
- კახეთი;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.
აღნიშნული გრანტის კომპონენტით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს მხოლოდ უნივერსალური პროგრამის მოქმედ ბენეფიციარებს
- აღებული სესხის/ლიზინგის საგნის მოცულობაა 50 000 ლარიდან 1 500 000 ლარამდე და მისი ბიზნესის განხორციელების ადგილი მდებარეობას საპილოტე რეგიონში (იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი):
- შეძლებს მიიღოს კომერციულ ბანკში/სალიზინგო კომპანიაში დამტკიცებული სესხის/ლიზინგის საგნის 10%, არაუმეტეს 300 000 ლარი, თუ ბენეფიციარი კომპანიის საქმიანობა თავსდება N1¹ დანართში.
ან
- შეძლებს მიიღოს კომერციულ ბანკში/სალიზინგო კომპანიაში დამტკიცებული სესხის/ლიზინგის საგნის 20%, არაუმეტეს 300 000 ლარი, თუ ბენეფიციარი კომპანიის საქმიანობა თავსდება N9 დანართში.
- აღებული სესხის/ლიზინგის საგნის მოცულობაა 50 000 ლარიდან 10 000 000 ლარამდე და მისი ბიზნესის განხორციელების ადგილი მდებარეობას არა საპილოტე რეგიონში, მათ შორის თბილისში,
- შეძლებს მიიღოს კომერციულ ბანკში/სალიზინგო კომპანიაში დამტკიცებული სესხის/ლიზინგის საგნის 15%, არაუმეტეს 500 000 ლარი, თუ ბენეფიციარი კომპანიის საქმიანობა თავსდება N9 დანართში.
გრანტის მიღების პერიოდი: გრანტის განაცხადის წარდგენის უფლებამოსილება ბენეფიციარს აქვს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მის მიერ ათვისებულ იქნება დამტკიცებული სესხის/სალიზინგო პროექტის არანაკლებ 50 % და მოხდება აღნიშნული სესხის/ლიზინგის საგნის მიზნობრივი გამოყენების დამადასტურებელი აუდირებული დასკვნის სააგენტოსთვის წარდგენა, გრნატის მოთხოვნის განაცხადდთან ერთად.
შენიშვნა: სააგენტო, წარმოდგენილი საგრანტო განაცხადებ(ებ)ის საფუძველზე თანხ(ებ)ის ანაზღაურებას მოახდენს არაუმეტეს ორჯერ. ნაწილობრივ (სესხის/ლიზინგის 50%-ის ათვისების შემდეგ) ან სრულად (სესხის/ლიზინგის სრულად ათვისების შემდეგ). ბენეფიციარს გრანტი აუნაზღუარდება ამ განაცხადის სააგენტოში წარდგენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში. ამასთან გასათავლისიწინებელია, რომ აუდირიებულ დასკვნაში ნათლად უნდა იყოს მითითებული შემდეგი: ჩატარებული აუდიტის შედეგად დასტურდება, რომ კომერციულ ბანკთან/სალიზინგო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი მიზნობრიობით და მინიჭებული შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობ(ებ)ის დასახელებ(ე)ით NACE2 კოდ(ებ)ის დაცვით იყო გახარჯული სესხის/ლიზინგის შესაბამისი მოცულობა, რაც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის/ლიზინგის მიხედვით.