მთავარი ბიზნესის განვითარება ბიზნეს უნივერსალი

ბიზნეს უნივერსალი

 

პროგრამის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოების გაფართოვების/გადაიარაღების ხელშეწყობა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საშუალებით.

 

 

 

  • სესხი/ლიზინგი
  • საგრანტო მიმართულება

 

*ბიზნეს უნივერსალის პროგრამის მიმართულებები

1.თანადაფინანსების მიმართულება

  • სესხის/სალიზინგო პროექტის თანადაფინანსება
  • საერთაშორისო ბრენდის თანადაფინანსება

2. საგრანტო მიმართულება

  • მწვანე კომპონენტი - ხარჯის 15% არაუმეტეს 200 000 ლარის ოდენობით;
  • გაციფრულების კომპონენტი - ხარჯის 50% არაუმეტეს 70 000 ლარის ოდენობით;
  • კვლევა და განვითარების კომპონენტი - ხარჯის 15% არაუმეტეს 500 000 ლარის ოდენობით;
  • მაღალმთიანი კომპონენტი - ხარჯის 10% არაუმეტეს 200 000 ლარის ოდენობით;
  • აგროტურისტული ინდუსტრიის კომპონენტი - 15% არაუმეტეს 500 000 ლარის ოდენობით.

ამასთან, ყველა კომპონენტის ფარგლებში, ქალი მეწარმეებისთვის იზრდება მხარდაჭერა, შესაბამისი პროპორციის გათვალისწინებით (იხილეთ გრანტის ჩანართი).

3. უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის მიმართულება

 

*პროგრამის ბენეფიციარი

  • მეწარმე სუბიექტის შემოსავალი არ აღემატება 40 მლნ ლარს;

  • სახელმწიფოს მიმართ არ აქვს საგადასახადო დავალიანება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინება გადავადებულია ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე);
  • არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;
  • არ არის სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირი;
  • რეგისტრირებულია სააგენტოს საკონსულტაციო ცენტრის პროგრამულ უზრუნველყოფაში და არის სააგენტოს საკონსულტაციო ცენტრის წევრი;
  • მეწარმე სუბიექტის სესხმა/სალიზინგო პროექტმა არ განიცადა დეფოლტი, როგორც "აწარმოე საქართველოში" ინდუსტრიულ და უნივერსალურ ნაწილში, ასევე 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის − „საკრედიტო საგარანტიო სქემის“ ფარგლებში;
  • მეწარმე სუბიექტის სესხს/სალიზინგო პროექტს არ ჰქონია გრაფიკით განსაზღვრული მინიმალური შენატანის ზედიზედ 120 დღეზე მეტი ვადაგადაცილება.

 

*თანადაფინანსების მექანიზმი

სესხის შემთხვევაში

  • სესხის სრული ვადით, საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს -3%
  • მხოლოდ ნარჩენების შეგროვების, დამუშავების, მოცილების და უტილიზაციის ჯგუფის ეკონომიკური საქმიანობებისთვის (38.11.0, 38.12.0, 38.21.0, 38.22.0, 38.31.0, 38.32.0) სესხის სრული ვადით, საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის მოცულობით.

სალიზინგო პროექტის შემთხვევაში

  • ლიზინგის სრული ვადით, საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს -1%
  • მხოლოდ ნარჩენების შეგროვების, დამუშავების, მოცილების და უტილიზაციის ჯგუფის ეკონომიკური საქმიანობებისთვის (38.11.0, 38.12.0, 38.21.0, 38.22.0, 38.31.0, 38.32.0) ლიზინგის სრული ვადით, საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს +2%



მინიშნება: პროგრამის ფარგლებში სესხის/სალიზინგო პროექტის რეფინანსირების შემთხვევაში, არ უნდა იზრდებოდეს სესხზე/სალიზინგო პროექტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებისათვის განსაზღვრული თავდაპირველი ვადა და არჩეული თანადაფინანსების მექანიზმი.

 

* პროგრამის სხვა პირობები

  • სესხის ფარგლებში სააგენტო ახორციელებს სესხის ძირის არაუმეტეს 80%-ის გარანტირებას, მაქსიმუმ 10 წლის ვადით;
  • სესხის/ლიზინგის საგნის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 10 000 000 ლარს;
  • რამდენიმე სესხით/სალიზინგო პროექტით სარგებლობის შემთხვევაში, მათი მაქსიმალური ჯამური მოცულობა 10 000 000 ლარია.
  • ურთიერთდაკავშირებული მსესხებელთა ჯგუფისთვის გაცემული სესხების/სალიზინგო პროექტების ჯამური ლიმიტი (მაქსიმალური მოცულობა) შეადგენს 20 000 000 ლარს. აღნიშნული ლიმიტი დაითვლება ამ პროგრამის ამოქმედებიდან პროგრამის ფარგლებში გაცემულ სესხებზე/სალიზინგო პროექტებზე.
  • სესხის არანაკლებ 20% უნდა იყოს მიმართული კაპიტალური ან/და კვლევა და განვითარების ხარჯებისთვის, ხოლო არაუმეტეს 80%-ისა საბრუნავი საშუალებების შესაძენად.
  • სესხის 20% / 80% მოთხოვნები არ მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის ათვისება მოხდება ექსპორტზე გასატანი პროდუქციის წარმოებისათვის საჭირო ხარჯების დასაფარად. აღნიშნული შეღავათის სარგებლობისთვის დამატებით მოთხოვნები რეგულირდება ბრძანებით
  • საქმიანობა უნდა შედიოდეს საქართველოს მთავრობის მიერ მოცემული პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულ პრიორიტეტთა ნუსხაში - დანართი 1;
  • ყველა ბენეფიციარი ვალდებულია უზრუნველყოს სამეურნეო/ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობებში შშმ პირების შეუფერხებელი დაშვება პანდუსების ან/და მსგავსი საშუალებების გამოყენებით.
  • სესხის/ლიზინგის პირველი ტრანშის/სრულად ათვისება უნდა მოხდეს სააგენტოს მიერ სესხის/ლიზინგის საგნის დადასტურებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში.
  • სესხის/ლიზინგის საგნის სრული ათვისება უნდა მოხდეს სესხის/ლიზინგის საგნის დადასტურებიდან არაუგვიანეს 2 წლის ვადაში

 

*პროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება:

  • გუდვილის შეძენა;
  • სატრანსპორტო საშუალებების შეძენა ან/და რემონტი, გარდა ამ პროგრამის დანართი N3-ით გათვალისწინებული შემთხვევების;
  • მხოლოდ საოფისე ფართის (ადმინისტრაციული შენობის) მშენებლობა, რემონტი, აღჭურვა;
  • სახელმწიფო ან/და კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეძენა ან/და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით დროებით სარგებლობაში აღება;
  • კერძო სამართლის იურიდიული პირის აქციების ან წილების შეძენა ან მართვაში აღება;
  • საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გათვალისწინებული სახდელების (ჯარიმა, საურავი, პირგასამტეხლო და სხვა) გადახდა/დაფარვა.

 

*ეკონომიკური საქმიანობების მიმართ დამატებითი მოთხოვნები

  • 55.10.1 - „სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები რესტორნებით“ და

55.10.2 - „სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები რესტორნების გარეშე“ ეკონომიკური საქმიანობები უნდა ხორციელდებოდეს ბენეფიციარის საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში არსებულ ფართზე განთავსებულ სასტუმროში სასტუმროს ექსპლუატაციით, საერთაშორისო ბრენდის გამოყენებით ან მის გარეშე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, გარდა დაბა ბაკურიანის, დაბა გუდაურის, ქ. თბილისისა და ქ. ბათუმისა (საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 14 ივნისის №4757-Iს დადგენილების ამოქმედებამდე არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში).

საქმიანობებთან დაკავშირებული მოთხოვნები:

- არანაკლებ 10 ნომერი, რომელსაც აქვს სააბაზანო/სანიტარიული კვანძი და ცენტრალური ან/და ინდივიდუალური კონდიცირება (გათბობის/გაგრილების სისტემა), რომელიც აღჭურვილია ინდივიდუალური მართვის საშუალებებით.

- სტუმართა რეგისტრაცია (რეცეფცია), რომელსაც თავის მხრივ აქვს:

· განცალკევებული, დამოუკიდებელი რეგისტრაციის ადგილი;

· სანიტარიული კვანძი მისაღებ სივრცეში.

- ლიფტი – თუ შენობა 2-ზე მეტ სართულიანია

· გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ლიფტი არაეფექტიანია ტექნიკურ-ეკონომიკური და ესთეტიკური თვალსაზრისით და არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი პირობა (რაც უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტაციით):

· შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული მახასიათებლებიდან გამომდინარე, ლიფტის შახტის შესრულება შეუძლებელია;

· შენობა-ნაგებობა განთავსებულია ისეთ რთულ რელიეფზე (ფერდობზე, ტერასაზე და სხვა), რომელიც არ იძლევა ლიფტის შახტის შესრულების საშუალებას;

· არ შეესაბამება შენობა-ნაგებობის ტექნიკურ-საექსპლუატაციო და საყოფაცხოვრებო ნორმებს;

· თუ შენობა-ნაგებობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და მისი ადაპტაცია გამოიწვევს ძეგლის მხატვრულ-ესთეტიკური, ისტორიული და სხვა მნიშვნელობის შემცირებას.

- საერთაშორისო ბრენდის გამოყენების შემთხვევაში - სააგენტო ახორციელებს საერთაშორისო ბრენდის თანადაფინანსებას ბენეფიციარის მიერ ბრენდის გამოყენებით საქმიანობის დაწყებიდან 36 თვის განმავლობაში დარიცხული და ამ პერიოდზე 41 თვის მანძილზე გადახდილი გადასახადის ანაზღაურებას არაუმეტეს 600 000 ლარის ოდენობით, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 48 თვისა.

· საერთაშორისო ბრენდი განიმარტება, როგორც სასაქონლო ნიშანი, რომლითაც საქართველოს ფარგლებს გარეთ ოპერირებს არანაკლებ 15 სასტუმრო ან/და სასაქონლო ნიშანთა მმართველი კომპანია/ჯგუფი (უცხოური საწარმო), რომელიც ოპერირებს საქართველოს გარდა არანაკლებ 50 სასტუმროთი, რომელთანაც მეწარმე სუბიექტს გაფორმებული აქვს საერთაშორისო ბრენდის გამოყენების ან/და სასტუმროს მმართველი უცხოური საწარმოს სასაქონლო ნიშნის სარგებლობისთვის განსაზღვრული ხელშეკრულება

  • 55.20.0 – „სხვა დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები“ საქმიანობისთვის ობიექტი უნდა იყოს არაუმეტეს 10-ნომრიანი სხვა დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალება. საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, გარდა დაბა ბაკურიანის, დაბა გუდაურის, ქ. თბილისისა და ქ. ბათუმისა (საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 14 ივნისის №4757-Iს დადგენილების ამოქმედებამდე არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში).
  • აგროტურისტული ინდუსტრია არის ფერმერულ მეურნეობა და ხორციელდება ბენეფიციარის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, გარდა დაბა ბაკურიანის, დაბა გუდაურის, ქ. თბილისისა და ქ. ბათუმისა (საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 14 ივნისის №4757-Iს დადგენილების ამოქმედებამდე არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში).

საქმიანობებთან დაკავშირებული მოთხოვნები:

· უნდა იყოს რეგისტრირებული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფერმათა/ფერმერთა რეესტრში;

· უნდა იყოს რეგისტრირებული ბიზნესოპერატორად სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;

· უნდა ახორციელებდეს ფერმერულ მეურნეობას;

· საკუთარი წარმოებული პროდუქტის გამოყენებით უნდა ახორციელებდეს შემდეგ ერთ-ერთ ტურისტული სერვისის შეთავაზებას: განთავსება, კვებითი მომსახურება, საგანმანათლებლო, შემეცნებითი, გასართობი, რეკრეაციული და სხვა აქტივობა.

  • 35.11. - „ელექტროენერგიის წარმოება“ - ეკონომიკური საქმიანობის ობიექტი უნდა იყოს მხოლოდ ჰიდრო/ქარის/მზის არაუმეტეს 0.5 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ელექტროსადგური, რომელიც არ არის ჩართული „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებით. პროგრამის ფარგლებში ელექტროენერგიის წარმოებიდან მიღებულ შემოსავლად მიიჩნევა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგურის დროებით მფლობელობაში/ სარგებლობაში გადაცემის შედეგად მიღებული შემოსავალი.
     
ონლაინ ჩატი
×