-
თანადაფინანსების მექანიზმი
-
სასტუმრო/ბალნეოლოგიური კურორტების ინდუსტრია
-
ეკო და აგრო ტურისტული ინდუსტრია
-
ტურისტული სერვისების ინდუსტრია
თანადაფინანსების მექანიზმის პირობები არეგულირებს სასტუმროს, ტურისტული სერვისების, აგრო და ეკო ტურისტული ინდუსტრიების საქმიანობებს.
*კომერციული ბანკების/სალიზინგო კომპანიების შემთხვევაში
- სესხის ფარგლებში სააგენტო ახორციელებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას, სესხის ვადით რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%, ლიზინგის შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3%;
- სესხის ფარგლებში სააგენტო ახორციელებს სესხის ძირის არაუმეტეს 80%-ის გარანტირებას, მაქსიმუმ 10 წლის ვადით;
- სესხის/ლიზინგის საგნის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 10 000 000 ლარს;
- სესხის მინიმუმ 50% უნდა იყოს მიმართული ძირითადი და კაპიტალური დანახარჯებისთვის, ხოლო არაუმეტეს 50%-ისა საბრუნავი საშუალებების შესაძენად.
* პროგრამის პირობები
- პროგრამის ბენეფიციარი უნდა იყოს მეწარმე სუბიექტი, რომელიც აკმაყოფილებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მე-3 ან მე-4 კატეგორიის საწარმო, მხოლოდ მისი შემოსავლის კომპონენტში. რომლის შემოწმება შესაძლებელია www.reportal.ge -ის მეშვეობით;
- სესხის/ლიზინგის საგნის პირველი ტრანშის ათვისება სააგენტოს მიერ სესხის/ლიზინგის საგნის დადასტურებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში. სესხის სრული ათვისება სააგენტოს მიერ მისი დადასტურებიდან არაუგვიანეს 2 წლის ვადაში;
- ევროკავშირის საპილოტე რეგიონების პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს მხრიდან 2022 წელს დადასტურებული განაცხადებისთვის 50 000 ლარიდან 1 500 000 ლარამდე სესხის მოცულობის შემთხვევაში ბენეფიციარი 10%-დან 20%-მდე გრანტით ისარგებლებს (დეტალური ინფორმაცია იხილეთ გრანტის კატეგორიაში).
- პროგრამის პირობები:
- სასტუმროს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 10 ნომერი და უნდა აკმაყოფილებდეს გაწერილ კრიტერიუმებს;
- ბალნეოლოგიური კურორტების გეოგრაფიული ლოკაცია - ასპინძა, ვარძია, ზეკარი, თორღვას აბანო, ლაშიჭალა, ლებარდე, მენჯი, მუაში, ნასაკირალი, ნუნისი, სულორი, სქური, უწერა, უჯარმა, ფასანაური, შოვი, ცაიში, წყალტუბო, აბასთუმანი, ახტალა;
- საერთაშორისო ბრენდი*
- საერთაშორის ბრენდის გამოყენების შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდილი თანხის ანაზღაურება - 36 თვის განმავლობაში, ჯამურად არაუმეტეს 600,000 ლარისა, წლის განმავლობაში არაუმეტეს 300 000 ლარისა;
- ხელმისაწვდომია, როგორც სესხის/ლიზინგის კომპონენტით სარგებლობისას, ისე დამოუკიდებლად.
* აგრო-ტურისტული ობიექტები
ფერმერული მეურნეობა, რომელიც განკუთვნილია ტურისტის მისაღებად და საკუთარი წარმოებული პროდუქტის გამოყენებით სტუმარს სთავაზობს ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთ მომსახურებას:
- კვებითი მომსახურება
- განთავსება
- საგანმანათლებლო, შემეცნებითი, გასართობი, რეკრეაციული აქტივობები.
მეურნეობის აგრო ტურისტულად მიჩნევისათვის აუცილებელია, მისი განმახორციელებელი პირი აკმაყოფილებდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ პირობას :
- საკუთრების ან მართლზომიერი სარგებლობის უფლებით უნდა ფლობდეს ფერმერულ მეურნეობას;
- სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, რეგისტრირებული უნდა იყოს ბიზნესოპერატორად;
- რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფერმათა/ფერმერთა რეესტრში.
*ეკო-ტურისტული ობიექტები
ტურისტული ობიექტი, რომელიც გარემოზე ზეგავლენის მინიმიზაციით და ცოცხალი კულტურის შენარჩუნებით სტუმარს სთავაზობს ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთ მომსახურებას:
- რეგიონისთვის სახასიათო არსებულ შენობა-ნაგებობის შემთხვევაში, განთავსების საშუალებების მოწყობა (10 ნომრამდე);
- ტრადიციული რეწვის საგანმანათლებლო სახელოსნო;
- არამოტორიზებული ტიპის გადაადგილების საშუალების გაქირავების სერვისი.
ტურისტული სერვისები − თემატური პარკების და სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულება, რომელიც ხორციელდება დანართ N 5-ის შესაბამისად განსაზღვრული სავალდებულო პირობებით და რომლის ფარგლებშიც დამატებით საქმიანობად შეიძლება განისაზღვროს ზემოაღნიშნულ დანართში მოცემული ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი.
- თემატური პარკები − გარკვეული თემატიკით შექმნილი გასართობი პარკების სახეობა, რომელიც მოიცავს ეთნო/ეთნოგრაფიულ პარკსა და ვეიკ პარკს (Wake park):
− ეთნო/ეთნოგრაფიული პარკი − ხელოვნურად შექმნილი ავთენტური დასახლების იმიტაცია, დამახასიათებელი არქიტექტურითა და ინფრასტრუქტურით, რომელიც წარმოაჩენს გარკვეული ეთნიკური ჯგუფის ქვემოთ მოცემული ცხოვრების სტილისა და ეთნოგრაფიული მახასიათებლებიდან ერთ-ერთს მაინც: ცხოვრების წესი, სამზარეულო, რელიგია, ტრადიციული სამოსი;
− ვეიკ პარკი (Wake park) − წყლის თხილამურებით/წყლის დაფით სრიალისთვის, სერფინგისა და სხვა სათავგადასავლო წყლის აქტივობებისთვის შექმნილი, არანაკლებ 3 (სამი) ჰექტარის ფართობზე განთავსებული პარკი, რომელიც დამატებით უნდა მოიცავდეს ისეთ სერვისებს, როგორიცაა: კვების ობიექტი ან/და საწყლოსნო სპორტის სახეობების ინვენტარის მაღაზია ან/და სპორტსკოლა და ა. შ.;
- სათავგადასავლო ტურიზმი − ტურიზმის სახეობა, რომელიც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) განმარტებით, ჩამოთვლილი სამი ელემენტიდან მოიცავს, სულ მცირე, ორ ელემენტს: ფიზიკურ აქტივობას, ბუნებრივ გარემოში/ბუნებაში ყოფნასა და კულტურულ ელემენტს. აღნიშნული მოიცავს: სახმელეთო ტურიზმის სახეობებს, საწყლოსნო ტურიზმის სახეობებს, საჰაერო ტურიზმის სახეობებს;